შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ გსურთ სამუდამოდ განიკურნოთ ასთმისგან მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა!!

თუ გსურთ სამუდამოდ განიკურნოთ ასთმისგან მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა!!

თუ გსურთ სამუდამოდ განიკურნოთ ასთმისგან მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა!!

მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა ასთმა. არანაირმა მკურნალობამ არ მიშველა. ერთ-ერთი შეტევის დროს საავადმყოფოში ვიწექი და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც ასევე ჰქონია ასთმა და თავი სუნთქვითი ვარჯიშებით განუკუკრნავს. მეორე დღესვე შევუდექი ვარჯიშს. დაავადებამ აშკარად უკან იწყო დახევა. თუმცა პირველი შედეგების მისაღწევად თითქმის ნახევარწლიანი ვარჯიში დამჭირდა.

პირველ კვირას მოხერხებულად უნდა დაჯდეთ სკამზე, მოდუნდეთ და ეცადოთ, იფიქროთ განკურნებაზე, ორგანიზმის გაწმენდაზე. ასეთი განწყობის შესაქმნელად 5 წუთი დაგჭირდებათ, ხოლო ვარჯიშისათვის 10 წუთი.

ცხვირით ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად 8 წამის განმავლობაში. ჩასუნთქვისას უნდა გაბეროთ მუცელი. შემდეგ სუნთქვა 8 წამით შეაჩერეთ და მომდევნო 8 წამის განმავლობაში ნელ-ნელა ამოისუნთქეთ.

ამრიგად, 10 წუთის განმავლობაში სულ 25 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გამოგივათ. პირველი კვირა ყველაზე რთულია. შეიძლება თავი ცუდადაც იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეწყვეტთ ვარჯიშს. რამდენიმე სეანსის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება და თქვენ იგრძნობთ ძალების მატებას.

მეორე კვირას მოდუნებას ისევ 5 წუთი დაუთმეთ და ვარჯიშს — ისევ 10 წუთი, მაგრამ ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ამოსუნთქვა 10 წამი უნდა გაგრძელდეს. ამასთან, უნდა ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ხან ერთი ნესტოთი, ხან მეორით. მესამე კვირიდან ვარჯიშის ტექნიკა იგივე რჩება, მაგრამ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხანგრძლივობა 15 წამი და სუნთქვის შეჩერებისა — 10 წამია.

მეოთხე კვირიდან: ჩასუნთქვა — 20 წამი, შეკავება — 10 წამი, ამოსუნთქვა — 20 წამი. ასეთი რიტმი უნდა შეინარჩუნოთ შემდეგშიც და გააგრძელოთ ვარჯიშები. გარწმუნებთ, აუცილებლად გამოჯანმრთელდებით.

ექიმის კომენტარი:

ბრონქული ასთმა საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. მას თან ახლავს ბრონქების ობსტრუქცია (შევიწროება) და აიროვანი ცვლის დარღვევა. ასთმის მკურნალობის დროს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს, რომელიც აწესრიგებს აიროვან ბალანსს.

მკითხველის მიერ მოყვანილი სუნთქვითი ვარჯიშების კომპლექსი ძალიან ჰგავს ჰათხა იოგას სუნთქვით ვარჯიშებს, რომელთა ეფექტიანობა მრავალი დაავადების, მათ შორის, ბრონქული ასთმის დროს მრავალგზისაა დამტკიცებული. ასე რომ, თუ გეყოფათ ნებისყოფა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლებთ საკუთარ ჯანმრთელობას დღეში 15-20 წუთი მაინც დაუთმოთ, დაძლევთ მძიმე და სერიოზულ დაავადებებსაც კი.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები