ეს ჩაი უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი ხველის სიროფი!
თითქმის ყველა ჩვენგანს გამოუცდია სუნთქვის პრობლემები, გაციება, ალერგიული რეაქციები, ასთმა ან უბრალოდ ცხვირიდან გამონადენი.
ამ სიტუაციებში მყოფი ადამიანების უმეტესობა პრობლემის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ მიმართავს სააფთიაქო მედიკამენტებს, მაგრამ ამ ყველაფრის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ისინი შეიცავს უამრავ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი ეფექტები. მეორეს მხრივ, არსებობს უაღრესად ეფექტური ბუნებრივი გამწმენდი ჩაი, რომელიც უაღრესად სასარგებლოა რესპირატორული პრობლემების დროს.
ხველის სიროფი ეფექტურია გაციების სიმპტომების სამკურნალოდ, მაგრამ ის ყოველთვის ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან სხვაგვარად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სუნთქვის პრობლემები, ღებინება, ქავილი, გამონაყარი, თავბრუსხვევა
ძილიანობა, გულისრევა
მეორეს მხრივ, პაციენტებს ხშირად უნიშნავენ კორტიკოსტეროიდებს ქრონიკული რესპირატორული პირობებისთვის, როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდები ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს.
Mullein/მულეინი გავრცელებული სარეველაა, თუმცა გამოირჩევა ძლიერი სამკურნალო თვისებებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გულმკერდის კრუნჩხვები, ფილტვების სისუსტე და სუნთქვის შეკუმშვა.
ჯანმრთელობის მრავალ სხვა სარგებლთან ერთად, მულეინი მდიდარია საპონინებით, რომელიც ორგანული ნაერთებია და მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი.
ამრიგად, ეს სარეველა ეფექტურად შლის ფილტვებიდან ჭარბ ლორწოს და ხსნის შეშუპებას და სხვა სიმპტომებს, ასევე ებრძვის ბაქტერიებსა და ვირუსებს. დაავადების მთავარი დამნაშავეც ხო ბაქტერიები და ვირუსებია.
გარდა ამისა, მულეინს ასევე აქვს ძლიერი დამარბილებელი თვისებები, რომელიც ამშვიდებს ყელს და ხსნის ხველის ტკივილს. ეს ბალახი იდეალური ბუნებრივი საშუალებაა ყველა რესპირატორული დაავადებისთვის, თუნდაც ქრონიკული, როგორიცაა ასთმა და ბრონქიტი.
აი, როგორ გამოვიყენოთ მულინის ყველა სარგებელი ჩაის სახით:
ინგრედიენტები: 2 ჩ.კ მულეინის ფოთლები
1,5 ჭიქა წყალი
1 ჩ.კ ხმელი პიტნა (სურვილისამებრ)
1-2 ჩ.კ თაფლი (სურვილისამებრ)
ინსტრუქცია:
აადუღეთ წყალი და ჩაის ბურთულით ან საწურით მოათავსეთ წყალში მულეინის ფოთლები. პიტნის დამატებაც შეგიძლიათ ცალკე ჩაის ბურთულაში ან საწურში. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და დაამატეთ თაფლი გემოვნებით.
ეს ბუნებრივი ჩაი მკურნალობს გაციებას და სხვა რესპირატორულ ინფექციებს, ასევე ათავისუფლებს მათ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი და ლორწოს დაგროვება.