ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგამოიყენეთ ეს კომბინაციები თირკმელებში ქვების დასაშლელად! დროში გამოცდილი რეცეპტი!

გამოიყენეთ ეს კომბინაციები თირკმელებში ქვების დასაშლელად! დროში გამოცდილი რეცეპტი!

გამოიყენეთ ეს კომბინაციები თირკმელებში ქვების დასაშლელად! დროში გამოცდილი რეცეპტი!

დღეს უნდა გაგიზიაროთ რეცეპტები, რომელთა ძალაც საკუთარ თავზე გამოვცადე. ეს რეცეპტები თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას გამოგადგებათ:

რეცეპტი 1

  • აიღეთ 1 ს/კ დანამცეცებული ფარსმანდუიკი (მელისკუდა)
  • დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • თავდახურული დადგით 1 საათი.

შემდეგ დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში (მნიშვნელობა არ აქვს, ჭამის შემდეგ თუ ჭამამდე).

რეცეპტი 2

  • აიღეთ 1 ს/კ დანამცეცებულ წითელი მოცვის ფოთლები
  • დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი,
  • შეფუთეთ და დადგით 1 საათი.

რეცეპტი 3

ასევე მოამზადეთ ცალ-ცალკე მარწყვის ფოთლების, შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი.

  • 1 ს/კ მოცხარის ნაყოფი და ფოთლები დაჭყლიტეთ,
  • დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი,
  • დადგით თავდახურული 15 წუთით.

სამივე ნაყენი ერთმანეთში შეურიეთ და დალიეთ თითო ჭიქა ფარსმანდუკის ნაყენის მიღებისთანავე. დანარჩენი კი მიიღეთ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში. ასე ვმკურნალობდი ათი დღის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება ორკვირიანი დასვენების შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ერთი კურსიც საკმარისი აღმოჩნდა.

მკურნალობის მესამე დღეს დამეწყო მცირე ზომის კენჭებისა და ქვიშის გამოსვლა შარდთან ერთად. შარდვისას ვგრძნობდი ასატან ტკივილს და წვას. თუ ვინმე გადაწყვეტს ამ რეცეპტების გამოყენებას, მინდა ვურჩიო, რომ დღის განმავლობაში ნაყენების გარდა უნდა დალიოს 2 ლიტრი სითხე.

ექიმის კომენტარი:

ფარსმანდუკს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყვავისკუდას, ჩიჩქვის ბალახის, კრავისკუდას, მელისკუდას, ქორისკუდას სახელებითაც იცნობენ. ის 120 სმ სიმაღლის სწორღეროიანი, ლანცეტაფოთლიანი, ფარისებრი ყვავილედის მქონე მცენარეა.

ყვავილები თეთრია, იშვიათად — ვარდისფერი. ფარსმანდუკს ხალხურ მედიცინაში საუკუნეების წინაც იყენებდნენ როგორც მადისმომგვრელ, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალებას ბუასილისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. გარდა ამისა, მცენარეს აქვს მცირე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

ფარსმანდუკი შეიცავს ფლავონოიდებსა და ეთერზეთებს, რაც აჩქარებს ნაღვლის გამოყოფას და დიურეზს (შარდის გამოყოფას).  მოცვის ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი მოქმედება. ასევე შარდმდენი, ნაღველმდენი და ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი ეფექტი აქვს მარწყვის ფოთლების ნაყენს.

შავი მოცხარი კი მდიდარია  ვიტამინებით, მინერალებით, ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით. მოცხარის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ანემიების, გულის რიტმის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ინფექციური დაავადებების, გლომერულონეფრიტის დროს.

მოცხარის ნაყოფთან ერთად გამოიყენება ფოთლების ნაყენი, როგორც შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. მკითხველის წერილში მოყვანილ ნაყენთა კომბინაციას ექნება ძლიერი შარდმდენი ეფექტი და სწორედ ამას უკავშირდება მათი გამოყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დიდი ზომის კენჭები გაქვთ, გართულებათა თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე გმართებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!