შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბაბუაწვერის და შვიტას ნაყენი, რომელიც თქვენს ნაწლავებს სიღრმისეულად გაწმენდს!

ბაბუაწვერის და შვიტას ნაყენი, რომელიც თქვენს ნაწლავებს სიღრმისეულად გაწმენდს!

ბაბუაწვერის და შვიტას ნაყენი, რომელიც თქვენს ნაწლავებს სიღრმისეულად გაწმენდს!

დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ რეცეპტი, რომელიც ნაწლავების და ღვიძლის სრულფასოვნად გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამასთანავე ამ რეცეპტით მომზადებულ სიროფს გამწმენდი უნარიც გააჩნია, რომელიც შესაბამის დიეტასა და ვარჯიშთან ერთად  ზედმეტი კილოგრამების მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის მომზადებას არც ზედმეეტი ძალისხმევა და არც დრო არ სჭირდება!

საჭირო ინგრედიენტები კი შემდეგია:

  • 2 ს/კ შვიტა
  • 100 გრ თამარინდის პასტა ან 200 გრ მთელი (პარკი მოაშორეთ)
  • 75 გრ შაქარი (სურვილის მიხედვით)
  • 100 მლ წყალი
  • 2 ს/კ ბაბუაწვერა (ფესვი)
  • 2 ს/კ სიმინდის ფუჩეჩი

რაც შეეხება მისი მომზადების მეთოდს, ამისთვის საჭიროა მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს:

პირველ რიგში საჭიროა, რომ წყალი აადუღოთ, მცენარეები დაუმატეთ და რამდენიმე წუთით დააყოვნოთ ასე. ჭურჭელი ქურიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და წყალში კიდევ 3 წუთით დააყოვნეთ

- ამავდროულად თამარინდი გაასუფთავეთ. შემდეგ უკვე გასუფთავებული ხილი მცენარეების წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ და კვლავ ხარშეთ. როცა წყალი ადუღდება, სურვილისამებრ შაქარი დაუმატეთ.

- დაბალ ცეცხლზე 2 დან 5 წუთამდე ხარშეთ, რომ თამარინდი დარბილდეს. თუმცა მუდმივად ურიეთ. ამის შემდეგ სითხე უკვე ბოთლებში ჩაასხით, შეფუთეთ და მაცივარში 15 დღე შეინახეთ.

მისი გამოყენება კი შემდეგნაირად შეგიძლიათ: თავდაპირველად, გამოყენებამდე სიროფი კარგად შეანჯღრიეთ. დღის განმავლობაში 20 მლ სიროფი 1 ჭიქა წყალთან ერთად ან 1 ლ წყალთან ერთად მიიღეთ.

ახლა კი გვსურს უფრო დეტალურად გაგაცნოთ იმ სამკურნალო მცენარეების თვისებების შესახებ, რომლებიც აღნიშნული საშუალების მოსამზადებლად გამოიყენება:

  • ბაბუაწვერა: სხვა მრავალ სამკურნალო უნართან ერთად მცენარეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელშეწყობაც შეუძლია. მეტსაც გეტყვით, კონკრეტულად ბაბუაწვერას ფესვი შარდმდენ, საჭმლის მომნელებელ და ღვიძლის დამცავ ფუნქციას ასრულებს. ასევე მცენარის ქვედა ფოთლებს სალათებს უმატებენ. ხოლო მისგან მომზადებული ნაყენი შარდმდენ და ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას ფლობს.
  • მცენარე შვიტა: მცენარის,როგორც ფოთლები ასევე ფესვებიც სამკურნალო ბუნებრივ საშუალებებში გამოიყენება. მაგალითად, საფაღარათო,შარმდენ და დეტოქსიკაციის საშუალებებში. ხოლო მასში შემავალი მინერალური მარილები მას შარმდენ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებს ანიჭებს.
  • თამარინდი: ესაა პატარა ზომის ხილი, რომელიც უხეშ ყავისფერ ქერქში მდებარეობს, რომლის შიგნით ბოჭკოვანი და წებოვანი რბილობია მოთავსებული. რბილობი შეიცავს თესლს, რომელსაც საჭმლის მომნელებელი და მსუბუქი საფაღარათო თვისებები გააჩნია.
  • სიმინდის ფუჩეჩი: სიმინდში ყველაზე მეტ სამკურნალო თვისებას შეიცავს მისი ფუჩეჩი. იცოდით რომ ამ უკანასკნელს შარდმდენი თვისებები გააჩნია? დიახ ეს ნამდვილად ასეა.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!