შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაშეკრულობის დროს ნამდვილად გვეხმარება თუ არა აბუსალათინის ზეთი?! დეტალური ინფორმაცია მისი გამოყენების...

შეკრულობის დროს ნამდვილად გვეხმარება თუ არა აბუსალათინის ზეთი?! დეტალური ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ…

შეკრულობის დროს ნამდვილად გვეხმარება თუ არა აბუსალათინის ზეთი?! დეტალური ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ...

ალბათ არა ერთხელ გსმენიათ, რომ აბუსალათინის ზეთი საფაღარათო ეფექტით ხასიათდება. მეტსაც გეტყვით ეს ფაქტი კვლევების საფუძველზეც დადგინდა, ის ერთგვარი საფაღარათო სტიმულატორია რომლის შინაგანად მიღების შემთხვევაში ამცირებს შეკრულობას.

თავად აბუსალათინის ზეთი მიიღება თესლისგან, რომელიც მომაკვდინებელ შხამს, რიცინს შეიცავს. ხოლო ამ საშუალებას არა მარტო შეკრულობის მოსახსნელად იყენებენ, არამედ ზეთს მშობიარობის სტიმულაციისა და ლაქტაციის დასაწყებადაც იღებენ. ასევე ზოგიერთი ადამიანი აღნიშნულ ზეთს კანზეც ისვამს სხვადასხვა კანის დაავადებების და თვალზე არსებული გაღიზიანების მოსაშორებლად.

მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ რიცინოლის მჟავა - აბუსალათინის ზეთის ის მთავარი ცხიმოვანი მჟავაა, სწორედ რომელიც ეხმარება ნაწლავის კუნთების შეკუმშვას და განავლის გამოდევნას. ასევე მსგავსი ეფექტით მოქმედებს აბუსალათინის ზეთი საშვილოსნოზეც ამიტომაც მას ხშირად იყენებენ მშობიარობის სტიმულაციისთვის.

არა ერთი კვლევის შედეგები ცხადყოფს რომ ადამიანეს, რომელთაც აბუსალათინის ზეთი შეკრულობის სამკურნალოდ გამოიყენეს გაუმჯობესება საკმაოდ მალევე შეემჩნათ. ამიტომაც მეცნიერები თამამად აღნიშავენ მის სწრაფ ეფექტურობას.

შეკრულობის დროს კი რეკომენდებული დოზაა დღეში 15 მლ ზრდასრული ადამიანისთვის და 1-დან 15 მლ-მდე ბავშვებისთვის.

ასევე ხშირად ისმის შეკითვა თუ რამდენად სასარგებლოა მისი გამოყენება ყველასათვის?

უნდ აღინიშნოს, რომ აბუსალათინის ზეთის ერთჯერადი დოზის მიღება ადამიანთა უმეტესობისთვის არანაირი სახის ზიანს არ წარმოადგენს, თუმცა როგორს ნებისმიერი სხვა საშუალების მიღების შემთხვევაში, ამ დროსაც უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ხანგრძლივი დროით მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ აბუსალათინის ზეთის 1 კვირაზე მეტი ხნით მიღება ან დღის განმავლობაში 15-60 მლ მოცულობაზე მეტის გამოყენება რეკომენდებული არაა. ეს ყველაფერი კი იმას უკავშირდება, რომ მან შესაძლოა ორგანიზმში კალიუმის ანდა სითხის დაკარგვა გამოიწვიოს.

რჩევა : გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და გამოიყენეთ აღნიშნული საშუალება რეკომედებული რაოდენობით! გამოყენების შემდგომ  კი გამოცდილება აუცილებლად გაგვიზარეთ .

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!