სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამოამზადეთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც დაგეხმარებათ რადიკულიტისა და ხერხემლის თიაქრის დროს

მოამზადეთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც დაგეხმარებათ რადიკულიტისა და ხერხემლის თიაქრის დროს

გსურთ მოამზადოთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც დაგეხმარებათ რადიკულიტისა და ხერხემლის თიაქრის დროს? ეს ყოველივე ძალინ მარტივია თუ მიჰყვებით ჩვენს მიერ  მოცემულ რჩევებს..

მალებს შორის თიაქარი მტანჯველი დაავადებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უამრავ პრობლემას უქმნის. არესებობს სხვადასხვა შემადგენლობის მალამოები და ინფუზიები, რომელთაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კი ლაშქარას ფესვების მალამოა. ლაშქარას ფესვები ხსნის სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შლის თიაქარს.

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერესი  სამკურნალო მალამოს რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები: ლაშქარას ფესვები 0,5 კგ; ფიჭვის ფისი 70 გრ; ღორის ქონი 350 გრ; არაყი 300 მლ

მომზადების წესი: ლაშქარას ფესვები კარგად გარეცხეთ და 2-3-ჯერ გაატრეთ, მიიყვანეთ ფაფის კონსისტენციამდე; ფიჭვის ფისი მოათავსეთ მეტალის ჭურჭელში, რომელსაც ჩადებთ ცხელ წყალში და გაადნეთ. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ ღორის ქონიც, დაამატეთ გატერბული ლაშქარას ფესვები და განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. ნაყენი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ გამდნარი ფისი და ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ დაამატეთ არაყი, ხარშეთ კიდევ 10 წუთი და გამორთეთ. შედეგად მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

მომზადებული მალამო დაგიამებთ მალთაშუა თიაქრით გამოწვეულ ტკივილს, აგრეთვე საუკეთესოა მოტეხილობაზე, სახსრების ტკივილის დროს. მალამო კურნავს ტროპიკულ წყლულებს, მხოლოდ ფიჭვის ფისის ნაცვლად დაამატეთ 4 კვერცხის ცილა. მოამზადეთ 20%-იანი ნაყენი ლაშქარას ფესვებისა და არყის კომბინაციით. დააყოვნეთ 25 დღე. მომზადებული ნაყენს დაამატეთ 10%-იანი დიმექსიდის ხსნარი და დილა-საღამოს შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე.

ნაყენი ეხმარება ძვლის ქსოვილისა და ხერხემლის აღდგენას, შლის თიაქარს.

ნუ დააყოვნებთ და მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!