შაბათი, მარტი 2, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების გასტრიტის საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი! 

სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების გასტრიტის საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი! 

სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების გასტრიტის საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი! 

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზიანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები. გასტრიტი და გასტროდუოდენიტი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

გასტრიტით არის დაავადებული მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი. განასხვავებენ გასტრიტის ორ სახეს — მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე გასტრიტს მრავალი მიზეზი აქვს: ამა თუ იმ ნივთიერების ან მედიკამენტის მავნე ზემოქმედება, მექანიკური გაღიზიანება, ანთების გამომწვევი ბაქტერია, ასევე ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ.

გასტრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სტრესი. ამ დროს კუჭის სისხლძარღვები ვიწროვდება და კუჭის კედელზე მარილმჟავები გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს.

გასტრიტის მკურნალობა:

გასტრიტის მკურნალობისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია კუჭის მჟავიანობა, რასაც სპეციალური გამოკვლევა ადგენს. თუ კუჭის მჟავიანობა მომატებულია, სასარგებლოა უზმოზე ახალგამოწურული კარტოფილის წვენის (2 ს/კ:2 ს/კ წყალი) დალევა.

აჯობებს, თუ კარტოფილის წვენს გამოწურვის შემდეგ ცოტა ხნით დადგამთ, რომ სახამებელი დაილექოს და წვენის ზედა ფენას დალევთ. სვით 4 დღის განმავლობაში. შემდეგ მისი დოზა 3 ს/კ-მდე გაზარდეთ, უნდა განაზავოთ 3 ს/კ წყალში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ჩაიტარეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ასევე გირჩევთ, უზმოზე მიირთვათ შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი კერძები, შაქარი, მჟავე პროდუქტი, ალკოჰოლი, ნაყინი; ხილის წვენები განაზავეთ წყლით, მიირთვით მხოლოდ თბილი საკვები.

თუ კუჭის მჟავიანობა დაბალი გაქვთ, უზმოზე ჭამეთ კომბოსტოს 2-3 ფოთოლი, დღეში სამჯერ დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ასკილის ნაყენი, რომელსაც დამატებული აქვს 1-2 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად მოქმედებს ასევე ჭარხლის წვენი ან მრავალძარღვას ნაყენი.

დაბალი მჟავიანობის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი ნაყენი: შეურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ დანამცეცებული მრავალძარღვას ფოთლები, თითო სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, კატაბალახას ძირები, კრაზანა და პიტნა. ამ ნარევის 1 ს/კ დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,დადგით 1 საათი თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა ჭამამდე ერთი საათით ადრე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !

aviabiletebi avia.ge