შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა5 საკვები, რომელიც ყოველდღიურად აყენებს ზიანს თქვენს ჯანმრთელობას!

5 საკვები, რომელიც ყოველდღიურად აყენებს ზიანს თქვენს ჯანმრთელობას!

5 საკვები, რომელიც ყოველდღიურად აყენებს ზიანს თქვენს ჯანმრთელობას!

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები, რომელსაც ყოველდღე მიირთმევთ (ან კვირაში ორჯერ მაინც) ნელ-ნელა ზიანს აყენებთ?

ზოგი მათგანი ამაღლებს არტერიულ წნევას, იწვევს ქოლესტერინის მაღალ დონეს, გულის დაავადებებს, დიაბეტის, ალცჰეიმერის დაავადებას. რომ აღარაფერი ვთქვათ სიმსუქნეზე, შფოთვაზე და დეპრესიაზე!

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ ამ საკვების მიღება მაქსიმალურად:

1. სოდა

გაზიანი სასმელები თქვენი ერთ-ერთი ყველაზე სასიში მტერია. მათ შეუძლიათ დააზიანონ ყველაფერი თქვენი კანიდან, სისხლში შაქრის დონემდე, ჰორმონებსა და განწყობამდე. დაივიწყეთ მარკეტინგი და ეტიკეტები, სადაც ნათქვამია, რომ გაზიან წყალში არის საკვები ნივთიერებები ან ვიტამინები.

მას მხოლოდ შაქარი, საკვების საღებავები და კონსერვანტები აქვს. და უშაქრო ვერსიები არ არის უკეთესი, რადგან ისინი შეიცავს მავნე ხელოვნურ დამატკბობლებს.

იყიდეთ ბლენდერი ან წვენსაწური და გააკეთეთ წვენი! და თუ თქვენ ძალიან გიყვართ ბუშტები, ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სახლში მომზადებული ხილის წვენი ცქრიალა უშაქრო წყალს და ვოილას!

2. პომიდვრის სოუსი (კეტჩუპი)

ტომატის სოუსი შენიღბული მკვლელია. ეს შაქრის ფარული წყაროა და თუ იყიდით, აზრადაც არ მოგივათ, რომ ამ ერთი შეხედვით უვნებელმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი, გულის დაავადება და კბილების გაფუჭებაც კი.

3. შაქარი

შაქარი უაღრესად მიჩვევას იწვევს და გარდა გლუკოზის დონის ამაღლებისა და ცხიმის დაგროვებისა, შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადება.

მოერიდეთ შაქარს დიაბეტის, სიმსუქნის და სხვათა რისკის შესამცირებლად. მიირთვით ხილი ან დაამატეთ თაფლი შაქრის ნაცვლად სახლში მომზადებულ ნამცხვრებს.

4. ხორცის დელიკატესები

ხორცის დელიკატესები, როგორიცაა სალამი, ლორი, ბეკონი, სხვადასხვა ძეხვეული შეიცავს უამრავ ნიტრატს, ნატრიუმს, კონსერვანტებს და დანამატებს.

ყველა ამ ნივთიერებას შეუძლია გაზარდოს ბავშვებში კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის და სწავლის სირთულეების რისკი.

უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად, სანდო ადგილებიდან შეიძინეთ ნატურალური, დაუმუშავებელი ხორცი.

5. მცენარეული ზეთი

მცენარეული ზეთი ჩვენი სამზარეულოს ნაწილია. თუმცა, მცენარეული ზეთები შეიცავს საშიშ ტრანს ცხიმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, კიბო და ალცჰეიმერის დაავადება.

შეამოწმეთ ეტიკეტი და თუ ზეთი დამუშავებულია, მოერიდეთ მას, რადგან ის შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხელს უწყობენდაბერების დაჩქარებას და ყველა სახის პრობლემას. ალტერნატივა: ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი ან ავოკადოს ზეთი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!