ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაცხელი თაფლის ლიქიორი- სასწაული სასმელი გაციების დროს! დღეში ერთი ჭიქა და დაემშვიდობეთ...

ცხელი თაფლის ლიქიორი- სასწაული სასმელი გაციების დროს! დღეში ერთი ჭიქა და დაემშვიდობეთ სეზონურ დაავადებებს!

ცხელი თაფლის ლიქიორი ლიტვური ზამთრის სასმელია. მას თაფლის სასწაულს უწოდებენ მისი ძლიერი სამკურნალო თვისებების გამო. ლიტველები გაციების პირველი ნიშნებისთანავე სვამენ პატარა ჭიქა კრუპნიკას, თბილად ჩაწვებიან საწოლში და რამოდენიმე საათს გამოიძინებენ. იღვიძებენ ჯანსაღი და ენერგიით სავსე. შემოგთავაზებთ თაფლიანი “ნარკოტიკის” რეცეპტს და თავად გამოსცადეთ მისი სამკურნალო ძალა და ჯადოსნური გემო.

როგორ მოვამზადოთ: 400 მლ წყალი; 500 გ თაფლი; 500 მლ არაყი; 1 ჩ/კ. ვანილის ექსტრაქტი; 5 დაჭრილი კარდამონის თესლი; 5 ცალი მიხაკი; 1 ჩ/კ. კენკრის თესლი; მუსკატის კაკალი დანის წვერით; 2 დარიჩინის ჩხირები; 1 ფორთოხლის და 1 ლიმონის კანი; 3 ცალი ახალი კოჭა

გახსენით წყალში თაფლი, დაამატეთ ყველა სანელებელი ვანილის გარდა და დაბალ ცეცხლზე შედგით.

ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში ემალირებულ ჭურჭელში და გადმოდგით ცეცხლიდან. ბოლომდე გააციეთ.

დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი სპირტთან ერთად და მიიყვანეთ ადუღებამდე. არ უნდა ადუღდეს.

გააციეთ, ჩაასხით თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ ცივ ადგილას 3 დღე. შემდეგ გაფილტრეთ დოლბანდში, ჩაასხით ბოთლებში და ცივად შეინახეთ.

შეგიძლიათ 2-3 კვირის შემდეგ გამოიყენოთ. სამკურნალო თვისებები ვლინდება ამ ხნის შემდეგ. რაც უფრო მეტხანს ინახება სასმელი, მასში უფრო ძლიერდება ეს თვისება. გამოდის 20 % -იანი ტკბილი, არომატული, მდიდარი ოქროსფერი შემადგენლობით.

არაყი დაამატეთ გაციებულ სასმელს და მყისვე შეინახეთ ცივ ადგილას 3 დღით. ასე სასმელი უფრო ძლიერი გამოდის.

გაციების პირველი ნიშნებისთანავე  100 გრამი ლიქიორი შეათბეთ 50 გრადუსამდე და დღეში ერთხელ დალიეთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!