კბილი აგტკივდათ, მაგრამ უახლოეს მომავალში სტომატოლოგთან ვიზიტს ვერ შეძლებთ? არ იდარდოთ, საბედნიეროდ, გამოსავალის მოძებნა ბუნებრივ საშუალებებში შეგიძლიათ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შემოგთავაზებთ ნატურალურ პროდუქტებს, რომელთა დახმარებით კბილის გაუსაძლის ტკივილს გამაყუჩებებლი აბების გარეშე გაიყუჩებთ.
კარიესის ან ნერვის დაზიანების შედეგი სწორედაც, რომ კბილის ტკივილია. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, ღრმა და გამუდმებული. სტომატოლოგთან ვიზიტამდე გამოიყენეთ საშინაო, ბუნებრივი, მარტივი და ეფექტური საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
როგორ დავამარცხოთ კბილის ტკივილი?
მიხაკის ზეთი: ეს კბილის ტკივილის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური საშინაო საშუალებაა. ეს არის მსუბუქი ტიპის ანესთეზია და უნდა იქნას გამოყენებული უშუალოდ პრობლემურ ადგილას. იგი დაუყონებლივ მოგიხსნით ტკივილს.
მიხაკის ზეთის რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ დაზიანებულ კბილზე. შეგიძლიათ აგრეთვე ორეგანოს ზეთის გამოყენებაც, რადგან ისიც ანალოგიური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.
ყინულის კუბიკი: ყინულის კუბიკი 15-20 წუთით დაიდეთ დაზიანებულ კბილზე ან მის გასწრივ ლოყაზე. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში მინიმუმ 3-4-ჯერ. ამ მეთოდის საშუალებით კბილის ტკივილი სწრაფად გაგიყუჩდებათ.
ნივრის კბილი : ნივრის კბილი ეფექტური საშუალებაა, რომელიც სწრაფად გაგათავისუფლებთ ტკივილისგან. ნივრის კბილი და მცირე რაოდენობის ზღვის მსხვილი მარილი კარგად აურიეთ და ნაზავი დაიდეთ დაზიანებულ კბილზე.
ვანილის ექსტრაქტი: ვანილის ექსტრაქტი კბილის ტკივილის საწინააღმდეგო მსუბუქი დამაშვიდებელი საშუალებაა. შემოთავაზებული საშუალების 2-3 წვეთი დაიტანეთ პრობლემურ კბილზე და სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.