ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადაამარცხეთ ყურის ანთება მარტივად-ეფექტური საშუალება მხოლოდ 1 ინგრედიენტით!

დაამარცხეთ ყურის ანთება მარტივად-ეფექტური საშუალება მხოლოდ 1 ინგრედიენტით!

ყურის ანთება (ოტიტი) ოტიტი, წესისამებრ, ტკივილით, ყურის დაგუბებით, სმენის დაქვეითებითა და ყურების შუილით იჩენს თავს. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, გაჩნდეს გამონადენი. ანთების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, უმთავრესად — ინფექცია. თუ ყური გტკივათ, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მიმართოთ, რადგან ყურის დაგვიანებულ ან არასწორ მკურნალობას მძიმე შედეგები მოჰყვება — სმენის დაკარგვა, მენინგიტი და სხვა.

მკურნალობა: ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი, სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ეს რეცეპტი ძველი „კარაბადინიდან“ ამოვიწერე. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა.

ექიმის კომენტარი: ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B1 და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შარ- დკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტებისას, გარეგანად გამოიყენება სოკოვანი დაავადების დროს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს.

გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულ- ტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მი- ვიდეს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!