ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაასე ძალიან რატომ ვაფასებ დაფნის ფოთოლს? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ..

ასე ძალიან რატომ ვაფასებ დაფნის ფოთოლს? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ..

დაფნის ფოთოლი ხმელი სახით ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მას მომწვანო-ზეთისხილის ფერი, მოკლე ღეროები, დამახასიათებელი სუნი და მომწარო გემო უნდა ჰქონდეს.

ფოთოლს სადეზინფექციო, გაზების გამომდენი და ოფლმდენი თვისებები გააჩნია. კუჭში დუღილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა და მის აქტივობას ასტიმულირებს.

დაფნის ფოთოლი მდიდარია ფიტონციდებით, ბევრი სასარგებლო მიკროელემენტით და ტანინებით, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და იმუნიტეტს ზრდას ხელს უწყობენ.

ფოთლებს ამენორეას, ისტერიკის და კოლიკის დროსაც იყენებენ.

ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნის ხარჯზე არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.

ზოგიერთი სპეციალისტი გირჩევთ, რომ დაფნის ფოთოლი პროფილაქტიკის მიზნით მიიღოთ. თქვენ იგრძნობთ, რომ გაძლიერდით, სუნთქვა გაგიმარტივდათ და ნაკლებად იღლებით. დაფნის ფოთოლი რევმატოიდული ართრიტის და დიაბეტის დროს დაგეხმარებათ.

ჩაინიშნეთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესების და მეტეორიზმის პროფილაქტიკის მიზნით ხმელი დაფნის ფოთოლის ნახარში (დღეში 2 ჭიქა) დალიეთ. ამისთვის 4 გრ ფოთოლს 100 გრ წყალი დაასხით და ნახარში მოამზადეთ.

მარილების დაგროვების დროს დაფნის ფოთოლის ნახარში დალიეთ. 10 ცალი ფოთოლი 0,5 ლ წყალში 5 წუთით ხარშეთ და 6 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში ყლუპებით დალიეთ. ნაყენი მარილების ინტენსიურ დაშლას ხელს შეუწყობს. 3-4 დღე ზედიზედ დალიეთ, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. უფრო ძლიერი ეფექტის მისაღებად სპეციალური მასაჟი გაიკეთეთ და ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ.

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ, რომ 5 დაფნის ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშოთ, 1 დღე თერმოსში დააყენოთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. კურსი 2-3 დღე ჩაიტარეთ.

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, დაფნის ფოთოლის ნახარშით პირის ღრუ გამოივლეთ.

თავის ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ – საკმარისია ორთქლით დამუშავებული დაფნის ფოთოლი საფეთქლებზე დაიდოთ. შეგიძლიათ ყურებზე დაიდოთ, რომ შეშუპება გაიქროთ.

შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დაფნის ნაყენი მიიღეთ: 30-40 ფოთოლს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 2 ს/კ ნაყენი დილით, უზმოზე და დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

მტკივნეული სახსრების დროს დაფნის ფოთოლი უბრალოდ შეუცვლელია. მისი ნახარში მარილის დაგროვებას მოგაშორებთ: 17-18 ფოთოლს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ 3-4 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. მკაცრად 8-დან 20 საათამდე, საათში 2 ს/კ ნაყენი დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 დღე ჩაიტარეთ. 3 კვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

დაფნის ფოთოლის ნახარში იმუნიტეტს ზრდის. 5 გრ (დაახლოებით 15 ცალი) ფოთოლს 300 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ 3-4 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში თითო სუფრის კოვზით დალიეთ. კურსი – 3 დღე, 2 კვირაში გაიმეორეთ.

საყმაწვილოს, ყურის და თავის კანის ჩირქოვანი დაავადების დროს ამ ნახარშით თავი დაიბანეთ.

ყურებში შუილის დროს 2 ს/კ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ, 2 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. თბილი ნაყენით ყურები გაიწმინდეთ და 3-4 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ. ამის შემდეგ ყურებში ბამბის ტამპონი ჩაიდეთ.

დაფნის ზეთი ჭრილობების, მოტეხილობის და ნაკაწრების შეხორცებაში დაგეხმარებათ. ამისთვის მტკივნეულ ადგილას დაფნის ზეთი შეიზილეთ. ზეთის მოსამზადებლად 5 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მცენარეული ზეთი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, სუსტ ცეცხლზე 1 საათით თავდახურული ხარშეთ და გადაწურეთ.

ჰაიმორიტის დროსაც დაგეხმარებათ.

ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ 30 გრ ახალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს 200 მლ მზესუმზირას ან სელის ზეთი დაასხით, თბილ, განათებულ ადგილას 7 დღე დააყენეთ, გადაწურეთ და ფოთლები გაწურეთ. 15 წვეთი რძესთან, კეფირთან ან ჩაისთან ერთად დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ.

სპირტიანი ნაყენი რევმატიზმის, დამბლის და თავის ტკივილის დროს დალიეთ: ხმელ დაფნის ფოთოლს არაყი 1:20 პროპორციით დაასხით. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 7 დღით დააყენეთ, გადაწურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. 10-20 წვეთი დღეში ერთხელ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.

ახალი, დაქუცმაცებული დაფნის ფოთლისა და თაფლის ნარევი ხველის და ქოშინის დროს შიგნით მიიღეთ.

ფეხის ოფლიანობის დროს დაფნის აბაზანა გაიკეთეთ. ძილის წინ ცხელი წყლით სავსე ტაშტს 20-40 დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და ამ ნაყენში ფეხები ჩადგით.

დაფნის ხის ნაყოფი ტყის კაკლის ზომისაა და საკმაოდ ძლიერი სამკურნალო მოქმედება გააჩნია. ეს ნაყოფი კუჭს აძლიერებს.

დაფნის ნაყოფის და ფოთლების სუნს გამამხნევებელი მოქმედება აქვს, მათ კარგი ანტიტოქსიკური ეფექტი აქვთ და საკვებით მოწამვლას ანეიტრალებენ.

დაფნა წონაში დაკლების მსურველებისთვის

დაფნის ფოთოლს შარდმდენი თვისება გააჩნია. სწორედ ამიტომ, ორგანიზმიდან წიდების და ჭარბი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს. ეს კი ჭარბ წონასთან საბრძოლველად პირველი ნაბიჯია. დაფნის ფოთოლის სასარგებლო თვისებების გამოსაყენებლად მის საფუძველზე ნაყენი ან ნახარში მოამზადეთ.

1. დაფნის ფოთოლის და დარიჩინის ნახარში

1 ლ წყალზე 1 ჩხირი დარიჩინი და 5 დაფნის ფოთოლი აიღეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დარიჩინი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. 15 წუთით ადუღეთ, გაზიდან გადმოდგით და თავდახურულ ჭურჭელში გაგრილება აცადეთ. დღეში 1 ჭიქა (250 მლ) დილით, უზმოზე დალიეთ.

2. დაფნის ფოთოლის ნაყენი

3 დაფნის ფოთოლს 300 მლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. მიღებული სითხე ფოთლებთან ერთად თერმოსში ჩაასხით და 4 საათით დააყენეთ. ნაყენის მთელი მოცულობა 3 დღის განმავლობაში დალიეთ. 1 ს/კ ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ. თუ ზედმეტი დაგრჩებათ, გადაასხით, მაგრამ კურსი არ გააგრძელოთ.

აღსანიშნავია, რომ დაფნის ფოთლით წონაში დაკლებამ არ უნდა გაგიტაცოთ. დოზის გადაჭარბება ხომ მით უმეტეს არ შეიძლება. დაფნის ფოთოლი სასარგებლო და ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ ორგანიზმის გასაწმენდად. წონაში დაკლებას კი დაბალანსებული კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეძლებთ.

გახსოვდეთ! დაფნის ფოთოლის მიღება ასე შეიძლება წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს. არანაირი ნაყენი, ნახარში და ჩაი არ დალიოთ ორსულობის დროს – ხშირად ნაყოფის მოშორებას იწვევს. ასევე ლაქტაციის დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ.

დაფნის ფოთოლზე დაფუძნებული საშუალებები 12 წლამდე ბავშვებში უკუჩვენებულია.

გასტრიტის, კუჭის წყლულის, ღვიძლის უკმარისობის, შინაგანი ორგანოების ქრონიკული და ანთებითი დაავადების დროს ასევე არ მიიღოთ.

დაფნის ფოთოლს შემკვრელი მოქმედება აქვს და ხშირად ყაბზობას იწვევს. სწორედ ამიტომ, დაფნის ფოთოლთან ერთად ბევრი ჭარხალი, შავქლიავი და საფაღარათო მოქმედების მქონე პროდუქტები მიირთვით. საკუთარი უსაფრთხოების მიზნით დაფნის ფოთოლის გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ – ეს არასასურველ გვერდით ეფექტებს გამოიწვევს. დაფნის ნაყოფის შიგნით მიღების დროს დოზა 5 გრ-ს არ უნდა აჭარბებდეს, ფოთლების დოზა კი 10 გრ-ს. გადაჭარბებამ შეიძლება ღებინება გამოიწვიოს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!