შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადალიეთ ამ წამლის ორი ჭიქა და შეებრძოლეთ ორგანიზმის გამოფიტვას, ყაბზობას, უძილობას და...

დალიეთ ამ წამლის ორი ჭიქა და შეებრძოლეთ ორგანიზმის გამოფიტვას, ყაბზობას, უძილობას და მრავალ სხვა დაავადებას, რომლებიც სამუდამოდ გაქრება..

დაამატეთ თქვენს რაციონს!

ნუტრიენტებით სავსე კეფირი ჩვენთვის განსაკუთრებით კარგია. მას ოდნავ მომჟავო გემო აქვს და ამან შესაძლოა მაწონი გაგახსენოთ. ის კეთდება რძის დუღილით და კეფირის სოკოთი (რომელიც შედგება საფუარის და ბაქტერიებისგან) ისე, რომ ლაქტოზა გარდაიქმნება ალკოჰოლად, ასევე რძემჟავად და ნახშირორჟანგად. ამიტომ კეფირი ოდნავ შუშხუნაა და ალკოჰოლის შემცველობა 0,3-დან 2%-მდეა.

და მაინც რატომაა კეფირი ასეთი სასარგებლო?

კეფირი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის ვიტამინებით A, B (1, 3, 9 და 12), D და K, ფოლიუმის მჟავა, იოდი, მაგნიუმი, რკინა და კალციუმი. ის ასევე შეიცავს ბუნებრივ პრობიოტიკებს, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავის ტრაქტს, ებრძვიან მავნე ბაქტერიებს და უნარჩუნებენ ნაწლავის ფლორას სიჯანსაღეს. მზარდი კვლევები აჩვენებს, რომ ის არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საჭმლის მონელებისთვის, არამედ იმუნური ფუნქციისთვისაც. და კეფირი უკეთესია, ვიდრე თავად რძე და სხვა რძის პროდუქტები, რადგან რძემჟავა ბაქტერიების გარდა, შეიცავს საფუარს, ამინომჟავებს და ძმარმჟავას ბაქტერიებს, ასევე ლაქტოზას.

ბევრი ცილისა და ჯანსაღი ცხიმის შემცველობით თითო კალორიაზე და შაქრის გარეშე, ეს სასმელი შესანიშნავი დიეტური სასმელია. გარდა ამისა, ჯანსაღი ნაწლავის მიკრობიომი აუცილებელია კარგი სახი კანის შესანარჩუნებლადაც.

კეფირის ყიდვა შეგიძლიათ ბევრ სუპერმარკეტში, მაგრამ შეგიძლიათ ის თავადაც მოამზადოთ : უბრალოდ ამისთვის რძე და კეფირის სოკო გჭირდებათ.

სოკო და რძე მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და გააჩერეთ ორი დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ სამრეწველო კეფირი ჩვეულებრივ შეიცავს ლაქტოზას.

ფრთხილად იყავით, რომ კეფირი არ გადაამჟავოთ. მიიღეთ დღეში 4 ჭიქამდე.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები