შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაუებარი წამალი ძირმაგარას სამკურნალოდ,რომელიც ნამდვილად მოგგვრით შვებას!

უებარი წამალი ძირმაგარას სამკურნალოდ,რომელიც ნამდვილად მოგგვრით შვებას!

მოირჩინეთ ძირმაგარა ხალხური მეთოდით სულ რაღაც 2 დღეში! უმარტივესი რეცეპტით

“მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც მინდა, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს მართლაც სასწაულმოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირმაგარა მომწიფდეს და ძირფესვიანად ამოვარდეს. ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება.

აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი, რასაც შეიზელს . ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ერთი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ. ეს საშუალება ბებიამ მასწავლა — ნებისმიერ ჩირქგროვას (მათ შორის დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) უხდებაო”.

ექიმის კომენტარი: რეცეპტის ძირითადი აქტიური კომპონენტი, როგორც ჩანს, თაფლია, რომელსაც ძლიერი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები აქვს, კვერცხის გული და სიმინდის ფქვილი ამ შემთხვევაში ქსოვილებში თაფლის ინფილტრაციას და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების რეალიზაციას უწყობს ხელს. შენიშვნის სახით უნდა ვუთხრათ მკითხველს, რომ თუ ჩირქოვანი წარმონაქმნები (ფურუნკულები, კარბუნკულები და სხვა) ხშირად უჩნდება, აუცილებლად გაიკეთოს სისხლის ანალიზი შაქარზე.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები