ბუნებრივი მკურნალი
არსებობს მრავალი განსხვავებული მწვანილი, რომელიც ბუნებრივად ათავისუფლებს გაციების სიმპტომებს. ამ სტატიაში კი გაგაცნობთ ლიმონის, ჯანჯაფილის და მიხაკის ჩაის მომზადებას. ეს ჩაი ნამდვილად ეფექტურია გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ.
ჩაი მოგიხსნით სიმპტომებს, როგორიცაა შემცივნება, თავის ტკივილი, ცხვირის შეშუპება ან ცხელება, რომლებიც გამოწვეულია გაციებისა და გრიპის შედეგად. ეს საოცარი ჩაი განსაკუთრებით საჭიროა ზამთრის ცივ დღეებში.
ლიმონის, ჯანჯაფილისა და მიხაკისგან დამზადებული ეს ჩაი ძალიან ძლიერი კომბინაციაა გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ მისი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით.
აქვს ამოსახველებელი თვისებები, რაც დაგეხმარებათ სასუნთქი გზების გამართულ ფუნქციონირებაში. ასევე კარგია თავის ტკივილის შესამსუბუქებლად და მდიდარია A და C ვიტამინებით, მაგნიუმით, კალიუმით და კალციუმით და აქვს ძლიერი ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ჯანჯაფილი ზოგადად ძალიან სასარგებლოა გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ. ჯანჯაფილის ფესვი აძლიერებს იმუნურ სისტემას ოფლიანობის სტიმულირებით, რაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
მიხაკს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიოციდული და მასტიმულირებელი თვისებები, რომელიც ხსნის გაციების, გრიპის, თავის ტკივილის, ყელის ტკივილს და ხველას. ის ასევე მდიდარია რკინით, მანგანუმით, K ვიტამინით, მაგნიუმით, კალციუმით და დიეტური ბოჭკოებით. მიხაკს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც.
ინგრედიენტები 1 ჭიქა ჩაისთვის:
2 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის ნაჭერი
3 ნაჭერი ახალი ჯანჯაფილი
3 მიხაკი; 1 ჩაის კოვზი კამა; თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადება: ჩაასხით წყალი ქვაბში, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა. დაელოდეთ ნარევის ადუღებას და შეამცირეთ სითბო. ქვაბს დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, ან სანამ სითხე განახევრდება.
ჩაი გადაწურეთ სუფთად და სითხე ჩაასხით ჭიქაში. შემდგომ გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დატკბოთ თაფლით.