შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ გავწმინდოთ ნაღვლის ბუშტი სახლში სწრაფად და ეფექურად?! აბების გარეშე..

როგორ გავწმინდოთ ნაღვლის ბუშტი სახლში სწრაფად და ეფექურად?! აბების გარეშე..

როგორ გავწმინდოთ ნაღვლის ბუშტი სახლში სწრაფად და ეფექურად?! აბების გარეშე..

“წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. პერიოდულად, ნერვიულობისას, მქონდა აუტანელი შეტევები. ვსვამდი ალოხოლს, ნოშპას, ლევომიცეტინს და სხვა მრავალ წამალს, მაგრამ შედეგი არ მქონდა. მეზობელმა მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი (მისი ეფექტიანობა თავად ჰქონდა გამოცდილი). თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წამალზე უკეთესი შედეგი მივიღე.

ნაყენი შემდეგნაირად უნდა დამზადდეს: 2 ს/კ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2 წყლის ორთქლზე 20 წთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და მიიღეთ შემდეგი წესით: პირველ დღეს 1/3 ჭიქა; მე-2 დღეს 1/3 ჭიქა, 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს — 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-4 დღეს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-5 დღეს 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, მე-6 დღეს 1/2 ჭიქა ერთხელ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში ნაყენის მიღება უნდა გაიმეოროთ 7 დღის შემდეგ. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს რეცეპტი, რათა სხვებმაც გაიგონ უკვდავას სიკეთის შესახებ. ამავე დროს, ძალიან მაინტერესებს, როგორია ამ მცენარის მოქმედების მექანიზმი, რატომ აქვს მას დადებითი ეფექტი ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს?”..

ექიმის კომენტარი: უკვდავა ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. მას აგრეთვე აქვს, სპაზმების მომხსნელი მოქმედება ნაწლავების, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე. გარდა ამისა, უკვდავას პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას.

ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ  ნაღვლის სეკრეციისა და სპაზმების მოხსნის გზით უკვდავა ხელს უწყობს ქვიშისა წვრილი კენჭების გამორეცხვას ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. უკვდა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებსაც. ამრიგად, უკვდავაში თავმოყრილია  ეფექტი, რომელიც აუცილებელია სანაღვლე გზების დაავადებათა მკურნალობის- ეფექტიანობაში.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები