ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადღესდღეობით ყველას არ აქვს ძვირად ღირებული კრემების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ...

დღესდღეობით ყველას არ აქვს ძვირად ღირებული კრემების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს სინაზესა და სიცოცხლეს დაუბრუნებს!

დღესდღეობით ყველას არ აქვს ძვირად ღირებული კრემების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს სინაზესა და სიცოცხლეს დაუბრუნებს!

გაზაფხულობით ყველაფერი ახლდება, სიცოცხლის ახალ ძალას იძენს. ჩვენი კანიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დღეს ყველას არ აქვს ძვირად ღირებული კრემების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს სინაზესა და სიცოცხლეს დაუბრუნებს.
ამ ნიღაბს თავადვე მოამზადებთ: 1 ჭიქა რძეს დაუმატეთ თითო ჩ/კ ლიმონის წვენი და კონიაკი, შეათბეთ და წაისვით სახის კანზე. როცა პირველი ფენა გაშრება, წაისვით მეორე ფენა და ასე გააკეთეთ რამდენჯერმე. პროცედურის ჩასატარებლად სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ მერწმუნეთ, არ ინანებთ. ნიღბის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის სხვა პროდუქტებიც- მანონი, ხაჭო, კეფირი.

ექიმის კომენტარი: გაზაფხულზე სახის კანს მართლაც სჭირდება დამატებითი კვება და მატონიზებელი პროცედურები, რათა გამოფიტული ზედაპირული შრის უჯრედები ჩამოიფცქვნას და ახლით შეიცვალოს. ამ პროცესს ასტიმულირებს A და E ვიტამინები. სწორედ ამ ვიტამინებს შეიცავს რძე. ეს სითხე მდიდარია კანისთვის მნიშვნელოვანი სხვა აქტიური ნივთიერებებითაც. კონიაკი ტონუსს მატებს კანს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც კანის ჟანგბადით გამდიდრებას უწყობს ხელს. ლიმონის წვენი კი ათეთრებს კანს და ამარაგებს მას C ვიტამინით.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!