პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგახდი საკუთარი თავის სტომატოლოგი! აქაა ხრიკები, რომლებიც კარიესის მოშორებაში დაგეხმარებათ!

გახდი საკუთარი თავის სტომატოლოგი! აქაა ხრიკები, რომლებიც კარიესის მოშორებაში დაგეხმარებათ!

გახდი საკუთარი თავის სტომატოლოგი! აქაა ხრიკები, რომლებიც კარიესის მოშორებაში დაგეხმარებათ!

კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ეშინია სტომატოლოგების!

კარიესი დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ჩნდება კბილებზე გამაგრებული ნადების გამო და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემები და პერიოდონტიტი.

თუ გაწუხებთ მსგავსი პრობლემები სასურველია სპეციალისტს ეწვიოთ. მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ბუნებრივი საშუალებაც, რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ამისთვის კი აი რა გჭირდებათ: კბილის ჯაგრისი, საცხობი სოდა, თასი, წყალი
ანტისეპტიკური პირის სავლები, წყალბადის ზეჟანგი და მარილი

ინსტრუქცია: პირველ რიგში, თასში შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და სუფრის კოვზი სოდა. დაასველეთ კბილის ჯაგრისი და შემდგომ მოათავსეთ მასზე ნარევი. შემდეგ გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ. პროცესი დაახლოებით 5 წუთი უნდა გაგრძელდეს.

ამის შემდეგ ჩაასხით წყალბადის ზეჟანგი ჭიქაში და შეურიეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალს. კარგად გამოივლეთ პირის ღრუ ამ საშუალებით. შემდეგ გამოიყენეთ ცივი წყალი და კვლავ გამოივლეთ პირის ღრუ.

გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი და კარგად გაისუფთავეთ ყვითელი ნადები. ბოლოს გამოივლეთ პირი ანტისეპტიკური პირის ღრუს სავლებით. ოპტიმალური შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ.

ეს მეთოდი დაგეხმარებათ მიიღოთ ყველაზე ლამაზი ღიმილი, რაზეც ოდესმე გიოცნებიათ!

ყველი: შვეიცარული ყველი ჭამის წინ შესანიშნავი მეთოდია, რომელიც დაგეხმარებათ აღმოფხვრათ ყველა სახის მჟავა, რომელიც მთავარი დამნაშავეა კბილებზე ნადების დაგროვებაში.

პირის ღრუს ოპტიმალური სიჯანსაღისთვის კბილების რეგულარულად გახეხვა დაგჭირდებათ. შეეცადეთ მიირთვათ მეტი ცხარე საკვები, რათა გაზარდოთ ნერწყვის გამომუშავება. ნერწყვი ხო პირის ღრუს ბუნებრივად წმენდს.

ასევე ძილის წინ ფორთოხლის ქერქის წასმა კბილებზე შესანიშნავი საშუალებაა პირის ღრუს ბაქტერიების მოშორებაში.

ახლა, როდესაც თქვენ უკვე იცით ეს ხრიკები, სცადეთ ისინი დღესვე! მალევე გაოცდებით პირის ღრუს სისუფთავით და კბილების სითეთრით!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!