ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობააი როგორ უნდა გააკეთოთ ვარდის წყალი საკუთარი ხელით. გაეცანით მისი გამოყენების 10...

აი როგორ უნდა გააკეთოთ ვარდის წყალი საკუთარი ხელით. გაეცანით მისი გამოყენების 10 საშუალებას.

აი როგორ უნდა გააკეთოთ ვარდის წყალი საკუთარი ხელით. გაეცანით მისი გამოყენების 10 საშუალებას.

ალბათ სამურაბე ვარდის შესახებ ყველამ კარგად იცით. ის არამარტო გემრიელი, არამედ სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.  მისი სასარგებლო შემადგენლობის გამო უამრავი ექიმი ურჩევს მის გამოყენებას თავის პაციენტებს.

თუ მას გამოიყენებთ, თქვენი ორგანიზმი რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ. მისი მიღებით:

  • გაუმჯობესდება არტერიული წნევა და შემცირდება სტრესი-ვარდის სურნელს შეუძლია რეალურად შეამციროს მაღალი წნევა და შეამციროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე. მას შეუძლია დაგეხმაროთ ნებისმიერი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დროს.
  • გაგიუმჯობესდებათ ძილის ხარისხი-ვარდის წყალი მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეხმარება უძილობას მისი დამამშვიდებელი ყვავილოვანი თვისებების გამო.
  • ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები-დაგეხმარებათ შეშუპების, სიწითლის ან ანთებისგან თავის დაღწევაში. ვარდის წყლის თვისებებს შეუძლია თქვენი კანის pH დონის ჯანსაღი შენარჩუნება. ეს შეიძლება გამოგადგებათ, თუ გაქვთ ეგზემა, ფსორიაზი ან აკნე. ასევე, რადგან ის გააუმჯობესებს კანის გამტარიანობას, თქვენი სილამაზის პროდუქტები უფრო ეფექტურად იმუშავებს.

და როგორ შეიძლება მოვამზადოთ ის სახლის პიროებში? 

არ ინერვიულოთ, ეს არც თუ ისე ძნელი პროცესია. ამისათვის  ჯერ უნდა მოიმარაგოთ ინგრედიენტები, ესენია: 5 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა ახალი ან ½ ჭიქა ხმელი ორგანული ვარდის ფურცლები.

მომზადების პროცესი:

აიღეთ ქვაბი სადაც მოამზადებთ ვარდის წყალს. შიგ მოათავსეთ ზემოთ ნასენები ინგრედიენტები და დადგით ცეცხლზე. დაახურეთ თავსახური და აადუღეთ. როდესაც იგი ადუღდება, გააჩერეთ იგი კიდევ 10 წუთით, რა თქმა უნდაამ დროს ცეცხლი უნდა შეამციროთ. როდესაც ნახარში გაცივდება, გადაწურეთსუფთა მარლის გამოყენებით.

როგორ გამოვიყენოთ ვარდის წყალი?

სტრესთან ბრძოლა-თუ თქვენ ებრძვით სტრესს, დეპრესიას ან შფოთვას, შეგიძლიათ სცადოთ, დანამეთ ვარდის წყალით თქვენი ბალიში. მისი სურნელი გამოიწვევს თქვენს დამშვიდებას, და შესაამისად სწრესის დონის დაბლა დაწევას.

ვარდის წყალი აუმჯობესებს თმის ჯანმრთელობას-pH-ის კონტროლის უნარის გამო, მას შეუძლია გაანადგუროს სოკოები და ბაქტერიები. დაბანის შემდეგ თმა ჩამოიბანეთ ერთი ჭიქა ვარდის წყლით. თქვენ ასევე შეგიძლიათ აურიოთ ვარდის წყალი შამპუნთან, თუ გსურთ.

გამოიყენეთ სახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად-ვარდის წყალი გამოგადგებათ ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც თქვენი კანის სიწითლის ან შეშუპების რისკის ქვეშ ხართ. როგორც დანამატი, შეგიძლიათ დაამატოთ ალოე ვერა ან ვიტამინი E კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

უმკურნალეთ მზის დამწვრობას-ხელნაკეთი ვარდის წყალი შეურიეთ ალოე ვერას, ვაშლის ძმარს და თქვენთვის სასურველ ეთერზეთს. ეს გააუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ მზის დამწვრობის დროს.

როგორც სახის ტონერი- ვარდის წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სახის ტონერი კანის დასაცავად აკნესგან. ნახევარი ჭიქა გამოხდილი წყალი შეურიეთ სუფრის კოვზ ვარდის წყალს.

გამოიყენეთ ვარდის წყალი პირის ღრუს გამოსარეცხად-თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი ხელნაკეთი ვარდის წყალი სასურველ ზეთთან, რათა გააკეთოთ ჩვეულებრივი პირის ღრუს გამრეცხი.

მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება-შეურიეთ ჟოჟობას ზეთი და ვარდის წყალი ერთმანეთს და გაიწმინდეთ მაკიაჟი ბამბის ტამპონით.

გაიკეთეთ დამამშვიდებელი აბაზანა-შეგიძლიათ აბაზანას დაუმატოთ ვარდის წყალი და დაემშვიდობოთ შფოთვის ან სტრესის ნებისმიერ განცდას დღის განმავლობაში კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!