კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამცენარე, რომელიც ჩაანაცვლებს აბებს! მკურნალობს  30-ზე მეტ დაავადებას!

მცენარე, რომელიც ჩაანაცვლებს აბებს! მკურნალობს  30-ზე მეტ დაავადებას!

მცენარე, რომელიც ჩაანაცვლებს აბებს! მკურნალობს  30-ზე მეტ დაავადებას!

შვიტას საშუალებით სისხლდენის შეჩერებას, ხველის, პოდაგრის, ტუბერკულოზისა და შარდკენჭოვანი დაავადების დამარცხებას ცდილობდნენ.

შემდეგ ამ მცენარის სამკურნალო თვისებები დავიწყებას მიეცა და რამდენიმე  საუკუნის განმავლობაში საყოფაცხოვრებო დანიშნულებითღა იყენებდნენ – კალის ჭურჭელს წმენდნენ.

მედიცინაში შვიტას ხელახლა გამოყენება ვინმე სებასტიან კნაიპის, გერმანელი ექიმის წყალობით დაიწყეს. მას იყენებდნენ შარდმდენად, რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ, მის ნაყენს ივლებდნენ პირსა და ყელში, ამატებდნენ აბაზანაში, ხოლო საფენებს ჭრილობებზე იფენდნენ.

შვიტას სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება მისი შემადგენლობის დამსახურებაა. მასში უხვად არის სილიციუმის მჟავა, კალიუმის მარილები, ფლავონოიდები და საპონინები. სწორედ ამ ორი უკანასკნელი კომპონენტის წყალობით ავლენს შვიტა შარდმდენ ეფექტს.

ამ მცენარეს ორგანიზმიდან სითხე ისე გამოაქვს, რომ არ იწვევს მარილების გამოლექვას, ამიტომ მისი ნაყენი და ნახარში სასარგებლოა თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების დროს.

გარდა ამისა, თანამედროვე ხალხური მედიცინა შვიტას იყენებს რევმატული ტკივილის, ხანგრძლივი ხველის, ქვედა კიდურების შეშუპების სამკურნალოდ.

დღესდღეობით პოპულარულია შვიტას ნაყენის აბაზანაც, რომელიც დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, აუმჯობესებს მასში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს.

აბაზანისთვის შვიტას ნაყენი ასე მზადდება:

100 გ ბალახს დაასხით ცხელი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მზა ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში და შიგ ჩაწექით.

ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და შეშუპების დასაცხრობად მოამზადეთ ასეთი ნაყენი:  აიღეთ 1-2 ჩ. კ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 250 მლ ცივი წყალი და 12 საათი გააჩერეთ ან დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარ საათში გაფილტრეთ. სვით დღეში 3 ჭიქა დიდი ხნის განმავლობაში.

ხველის დასაცხრობად და გაციების პროფილაქტიკისთვის შემდეგი ნაყენის დამზადებას გირჩევთ:

აიღეთ 2-2 წილი შვიტა, ცაცხვის ყვავილი და მრავალძარღვა, ერთი წილი კამის ფესვი. 2 ს. კ. ნარევს დაასხით 250 მგ მდუღარე, დააყენეთ 15 წუთი და გაფილტრეთ. დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა. თუ შაქრიანი დიაბეტი არ გააქვთ, შეგიძლიათ დაატკბოთ, უმჯობესია თაფლით.

გარდა ამისა, შვიტას ნაყენი უხდება:

შარდკენჭოვან დაავადებას:  აიღეთ 2 ს. კ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ერთი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. სვით მეოთხედი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!