სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ გავაუმჯობესოთ ტვინში სისხლის მიმოქცევა ხალხური საშუალებების დახმარებით? - რეცეპტი, რომელიც ყველას...

როგორ გავაუმჯობესოთ ტვინში სისხლის მიმოქცევა ხალხური საშუალებების დახმარებით? – რეცეპტი, რომელიც ყველას დასჭირდება!

როგორ გავაუმჯობესოთ ტვინში სისხლის მიმოქცევა ხალხური საშუალებების დახმარებით? - რეცეპტი, რომელიც ყველას დასჭირდება!

ჰიპერტენზია და ათეროსკლეროზი არის ორი ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს ტვიბში მიმოქცევის დარღვევას. სწორედ მათ გამო უარესდება მხედველობა, იკარგება კოორდინაცია, ირღვევა მოძრაობა და ა.შ.

ათეროსკლეროზის გამოვლინება კლინიკურად სხვადასხვანაირი სახით გვხვდება. რადგანაც ათეროსკლეროზი აზიანებს მთავარ არტერიებს, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის, ტვინის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიების შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომები. გამოვლინებებია:

  • გულის იშემიური დაავადება, რომელიც ვლინდება გულის არეში ტკივილის გამოვლინებით.
  • სისხლის მიმოქცევის მოშლა, რამაც შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს.
  • სიარულისას კიდურების ტკივილი, კოჭლობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებში შეიძლება გამოვლინდეს ერექციის დისფუნქციით.

როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, სისხლდენა ცხვირიდან, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში და კანის სიწითლე.

თავის ტვინის ქრონიკულ სისხლძარღვოვან დაავადებებს დისცირკულატორული ენცეფალოპათია ეწოდება. მისი სიმპტომები ნელა ვითარდება და ყოველთვის არ არის შესამჩნევი  მხოლოდ სხვებისთვის. ხშირად თავად პაციენტი  დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

Მიზეზი ყველაზე ხშირად ის არის, რომ მაღალი არტერიული წნევის დროს ხდება მცირე არტერიების დაქვეითება, ხოლო ტვინის სხვადასხვა ნაწილებში ნორმალური სისხლის მიწოდება ირღვევა.

მოწევა, სიმსუქნე, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე რისკ-ფაქტორებია. თქვენ უნდა მოიცილოთ ისინი დროულად.

სამკურნალო ნაზავი

სისხლძარღვების გასაძლიერებლად, მეხსიერების აღსადგენად, სისხლის მიმოქცევის აღსადგენად, იმუნიტეტის ასამაღლებლად მოამზადეთ ეს რეცეპტი:

დააბლენდერეთ 500 გრ მოცვი (შეიძლება გაყინულიც), შეურიეთ 350 გრ თაფლი, დაუმატეთ 1 პატარა (დაახლოებით 150 გრ) წვრილად გახეხილი პირშუშხას ფესვი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.

მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ცხელ ჩაისთან ერთად, 2-3 ჩაის კოვზი დესერტის სახით.  თუ უფრო ტკბილი მოგწონთ და უკუჩვენებები არ გაქვთ, ნარევის მომზადებისას თაფლის დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!