შეუფასებელი მალამო, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა!! სცადეთ თქვენც
”ქართველი ექიმბაშების საიდუმლო რეცეპტი” – მასალა ამ სათაურით პოპულარული საიტების ყველაზე კითხვად სტატიებს შორისაა.როცა ტრადიციული მედიცინა უძლურია, ადამიანი ხალხურ მეთოდებს მიმართავს. ექიმბაშების ზოგიერთ მალამოს აფთიაქებისაზე უკეთესი შედეგი აქვს. დღეს ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს გაგიმხელთ. ჯადოსნური მალამო იარებსა და კანის დაავადებებს კურნავს. აგრეთვე, ეფექტიანია ანთებებისა და ვენების გაგანიერების დროს.
დაგჭირდებათ: 200 მლ ზეითუნის ზეთი, 100 გრამი ნატურალური თაფლის სანთელი, 100 გრამი წიწვოვანი ხეების (ფიჭვის) ფისი, 2 სადილის კოვზი თაფლი და 1-2 გრამი პროპოლისი.
მომზადება: ქვაბში მოათავსეთ თაფლის სანთელი, ზეითუნის ზეთი და წიწვოვანი ხეების ფისი (იგი შეგიძლიათ წინასწარ დაფხვნათ). წყლის აბაზანაზე გააჩერეთ 10-12 წუთი. გაადნეთ მუდმივი მორევით. დაუმატეთ თაფლი და კიდევ 8-10 წუთი მოხარშეთ.ბოლოს დაუმატეთ პროპოლისი და 8-10 წუთის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. გაგრილებული მალამო მინის ქილაში მოათავსეთ. იგი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ. წაისვით მტკივან ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.