შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადღეში მხოლოდ 1 ბანანი გადაჭრის თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას!

დღეში მხოლოდ 1 ბანანი გადაჭრის თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას!

დღეში მხოლოდ 1 ბანანი გადაჭრის თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას!

Ბანანი მართლაც რომ  ბუნების ნამდვილი სასწაულია. იგი  სავსეა ნუტრიენტებით, ვიტამინებით, ბუნებრივი შაქრებით, ბოჭკოებით და სასარგებლო მინერალების ფართო სპექტრით. ბანანი ყველაზე პოპულარული ხილია მთელს მსოფლიოში.

ვნახოთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთწლობისთვის:

ენერგია

გამოიმუშავეთ ენერგია ვარჯიშის წინ ერთი ან ორი ბანანის მირთმევით. ბანანი დაბალ გლიკემიურია, ნელა შეიწოვება, უზრუნველყოფს ენერგიას და არ შეიცავს “ცარიელ” ნახშირწყლებს. მდიდარია კალიუმით, ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას, მატებს სხეულს ენერგიას.

ანემია

ბანანი რეკომენდირებულია ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის,  ხელს უწყობს დიეტური რკინის მიღებას სწორი რაოდენობით. ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას და ახდენს ჰემოგლობინის პროცესის ნორმალიზებას.

დეპრესია

ბანანი ხელს უწყობს დეპრესიული ფონის დამარცხებას, რადგან შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება სეროტონინის სინთეზისთვის, რომელიც ეხმარება ტვინს მოდუნებაში, დამშვიდებაში და ბედნიერების შეგრძნებაში.

Სისხლის წნევა

Ეს ხილი აქვეითებს არტერიულ წნევას და ეფექტურად იცავს ინსულტისა და ინფარქტისგან, რადგან ბანანს აქვს კალიუმის და ნატრიუმის სრულყოფილი თანაფარდობა. ბანანი ხელს უწყობს სისხლძარღვებში ნადების მოცილებას.

ნერვები

ბანანი ზრდის სისხლში შაქრის დონეს. თუ თავს დაღლილად გრძნობთ, მიირთვით ბანანი. ეს მოგცემთ ენერგიას. B ჯგუფის  ვიტამინები, რომლებიც უხვად არის ბანანში, ბუნებრივად ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გეხმარებათ მოდუნებაში.

კუჭის დარღვევები

ბანანის ჭამა შეიძლება გასტრიტის ან კუჭის წყლულის დროს. ბანანს აქვს გლუვი და რბილი ტექსტურა, ფარავს კუჭის ლორწოვან გარსს და იცავს  გაღიზიანებისა და აგრესიული მჟავების ზემოქმედებისგან.

ასევე, ეს ხილი შესანიშნავი თერმოსტატია. ცხელ დღეს ხელს უწყობს გაგრილებას (ამცირებს სხეულის ტემპერატურას), ხოლო ზამთარში ხელს უწყობს გრიპის მიერ ამაღლებული ტემპერატურის ნორმალიზებას.

მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

მხოლოდ ერთი ბანანი შესანიშნავია გულძმარვისა და მჟავიანობის რეფლუქსის დროს.

მხედველობა

ბანანში შემავალი ვიტამინი А დიდ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ქალებს ესაჭიროებათ დღეში 700 მიკროგრამი ვიტამინი А, ხოლო მამაკაცებს — დაახლოებით 900 მიკროგრამი.

შეკრულობა და მეტეორიზმი

ბანანი შეიცავს ნივთიერება პექტინს, რომელიც მძიმე ლითონებსა და სხვა ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან. ბანანი შესანიშნავი პრობიოტიკია, რომელიც საჭმლის მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ეს ხილი ამცირებს გაზწარმოქმნას ორგანიზმში და მოქმედებს როგორც რბილი საფაღარათო საშუალება.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები