ბებიაჩემი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:
სლოკინი - ეს არის უნებლიე ძლიერი მოკლე შესუნთქვა დახურული სახმო ნაპრალის დროს, გამოწვეული დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარის) კრუნჩხვითი შეკუმშვით.
სლოკინი უმეტესად ფიზიოლოგიურია, ანუ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიას. ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს კვების შემდეგ. ამ დროს სლოკინის მიზეზი ჯერ კიდევ აუწყობელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაა.
ჭამის დროს პაწიას ხშირად ეყლაპება ჰაერი ან უბრალოდ საკვების ზედმეტ ულუფას იღებს. ჰაერით ან საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს. ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალევე თავისთავად, ჩაურევლად გაივლის.
სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია:
- ალკოჰოლის მოხმარებასთან
- თამბაქოს მოწევასთან
- მუცლის შებერილობასთან
- ძალაინ სწრაფად კვებასთან, ან ძლაიან ცხარე საკვების მიღებასთან
- ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან
- ემოციებთან, როგორიცაა სტრესი, შიში ან აღფრთოვანება
იშვიათ შემთხვევაში, სლოკინი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნით. თუ სლოკინი გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს, ეს ცნობილია, როგორც მუდმივი ან გაჭიანურებული სლოკინი და სლოკინი, რომელიც გრძელდება თვეზე მეტ ხანს, ცნობილია როგორც უკურნებელი სლოკინი.
ასეთი ტიპის გრძელვადიანი სლოკინი დაკავშირებულია სხვადასხვა არსებულ სამედიცინო მდგომარეობებთან და ზოგიერთ წამლებთანაც.
სლოკინს ადვილად შეგიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ
წასწიეთ.
დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი — ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.
2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.
ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესა-
მედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირეცხეთ. მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.
აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.