ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასასწრაფოდ!! ვისაც გულის პრობლემები აწუხებს ვურჩევთ გაეცნონ ამ ფასდაუდებელ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც...

სასწრაფოდ!! ვისაც გულის პრობლემები აწუხებს ვურჩევთ გაეცნონ ამ ფასდაუდებელ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება..

სასწრაფოდ!! ვისაც გულის პრობლემები აწუხებს ვურჩევთ გაეცნონ ამ ფასდაუდებელ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება..

"როცა სიცივეში გავდივარ, თითქოს გული მიჩერდება, ზოგჯერ კი გულისცემა მიჩქარდება,გულიმეწურება,ტუჩები მიფითრდება,კიდურები მეყინება. სხვა მხრივ, ჯანმრთელი ვარ, ფიზიკურად მუშაობაც შემიძლია .

მირჩიეს ატფ-ის ნემსების გაკეთება, მაგრამ ამ ნემსებს ცუდად ვიტან და უარი ვთქვი. თანაც ჯერ ახალგაზრდა ვარ და არ მინდა წამლებს მივეჩვიო. გამოსავალი დედამ იპოვა — იგი მეტად დაინტერესებულია ხალხური რეცეპტებით. სწორედ მან დამიმზადა ნაყენი, რომელიც ჩემთვის უებარი აღმოჩნდა.

რეცეპტი: 1 ჩ/კ ხმელ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და შეფუთეთ. 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ და სვით ყლუპ-ყლუპად დილაობით, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ნაყენი უნდა სვათ რეგულარულად. დედა ასე იქცეოდა თითქმის ექვსი თვის განმავლობაში - მასაც აწუხებდა გული ახალგაზრდობაში. მე ახალი დაწყებული მაქვს მკურნალობა, მაგრამ უკვე ვგრძნობ უკეთესობას. დღითი დღე მიუმჯობესდება მდგომარეობა.

ამასთანავე, ასკილის ნაყენის სმას ვურჩევ ყველას, ვისაც გული აწუხებს, რადგან მდიდარია ვიტამინებით და ორგანიზმს ზედმეტი სითხისგანაც ათავისუფლებს. 1 ს/კ ასკილს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ხარშეთ 10 წუთი. შეგრილებული ნახარში გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და სვით ჩაის მაგივრად. გემრიელიც არის და სასარგებლოც.

ექიმის კომენტარი: პიტნა ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და მისი ფოთლების ჩაიც ბევრის საყვარელი სასმელია. პიტნა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, ახასიათებს სპაზმების მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. ასკილი კი ვიტამინებით მდიდარი საუკეთესო მცენარეული შარდმდენი საშუალებაა. ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საშარდე ორგანოების პათოლოგიების დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!