ეს სამკურნალო საშუალებები დაგეხმარებათ მარტივად შეძლოთ სისხლის გაწმენდა !
რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, გარესამყარო იმდენად უსუფთაოა, ჩვენი ორგანიზმი მაინც ბინძურდება ტოქსინებით, რომლებიც სისტემატურად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
ორგანიზმის გაწმენდა სისხლის გაწმენდით უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ძნელია, მით
უმეტეს — წელიწადის თბილ პერიოდში.
არ დაიზაროთ და ყოველგაზაფხულზე დაკრიფეთ ბაბუაწვერას, ჭინჭრის, უკვდავას, მრავალძარღვასა და ისპანახის ფოთლები. სისხლის გამწმენდი საშუალების 1 ულუფის მოსამზადებლად თითოეული მცენარე 100 გრამი მაინც
დაგჭირდებათ.
შეგროვებული მცენარეები გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და მთელი ღამით დატოვეთ. დილით კარგად გამოწურეთ, მიღებულ წვენს დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სტაფილო.
მიიღებთ 1-1,5 ჭიქა სითხეს, რომელიც ცოტცოტაობით მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ. მეორე დღეს მოამზადეთ იგივე ნაყენი. სვით 20 დღის განმავლობაში.
წელიწადის ცივ პერიოდში, როცა ამ მცენარეთა ქორფა ფოთლების მოგროვება ძნელია, შეგიძლიათ, სისხლი ლიმონითა და თაფლით გაიწმინდოთ.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით.
თუ მოახერხებთ, კარგია ძროხის რძის შრატის სმაც ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თითო ბოთლი უნდა სვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ამ ხნის მანძილზე აკრძალულია მეტისმეტად ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ყავისა და შაქრის მიღება.
სისხლს საფუძვლიანად წმენდს ნივრისა და რძის ნაზავიც. აიღეთ 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ წვრილად დაკეპილი ნივრის ორი ლებანი, 1-2 წუთის შემდეგ გადმოდგით, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ.
აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15
წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ.
მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი გამეორება შეგიძლიათ.
2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი,3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-4 საათს გააჩეროთ.
შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე — თითო ულუფა.
ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილმჟავას ხსნარი (1:20).
დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში
2-ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.