შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს ბალახეული ღვთის საჩუქარია : გვეხმარება უჰერპესის წინააღმდეგ ბრძოლაში ! 

ეს ბალახეული ღვთის საჩუქარია : გვეხმარება უჰერპესის წინააღმდეგ ბრძოლაში ! 

ეს ბალახეული ღვთის საჩუქარია : გვეხმარება უჰერპესის წინააღმდეგ ბრძოლაში ! 

მსოფლიოს მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსით არის ინფიცირებული. ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულობით პატარა ბუშტუკებით ვლინდება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილზე: პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, გენიტალურ (სასქესო) ორგანოზე, თვალის გარშემო და სხვა.

ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია.

გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი
იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს — შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა.

მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით — გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ
გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც — საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა.

ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მართლაც მივაგენი:

ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში. გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში.

ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.

100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, ნახევარი საათი ჩადგით
მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ.

ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე — რაც შეიძლება ხშირხშირად.

საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც:

მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო
საშუალება (თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული) წაისვათ.

შედეგად გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები