შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახალხური ეფექტური საშუალებები, რომლებიც კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს გამოიყენება!! ეფექტურობა დადასტურებულია..

ხალხური ეფექტური საშუალებები, რომლებიც კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს გამოიყენება!! ეფექტურობა დადასტურებულია..

გიზიარებთ ერთ ერთი ერთგული მკითხველი გამოცდილებას, რომელმაც კუჭის წყლული ხალხური, ტრადიციული საშუალებების გამოყენებით დაამარცხა! თქვენც სცადეთ და თავი დააღწიეთ ამ აუტანელ მდგომარეობას..

"მაქვს კუჭის წყლული, ამიტომ გამუდმებით ვეძებ მცენარეულ რეცეპტებს, რომელიც ამ დაავადების დროს ეფექტურია. ამჟამად ხელთ მაქვს სამი რეცეპტი.

#1. ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ. 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა 3 ჯერ დღეში, ჭამის დროს,

#2. მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამდე 2 სთ ით ადრე 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30 გრამი. მკურნალობის კურსია 15 20 დღე.

და მესამე რეცეპტი შეეხება ნიახურის ნაყენს: (2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდგომ.

ექიმის კომენტარი: შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული რეცეპტი და განვმარტოთ მისი ეფექტურობა

1. ტუხტის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოვან ნივთიერებებს. ბუნებრივი ლორწოს შემცველობით ტუხტი უთანაბრდება სელის თესლს. ლორწო ჯირჯ- უდება წყალში და ქმნის მახასიათებელ კოლოიდურ სისტემას, რომელსაც სამკურნალო ღირებულება აქვს, მცენარეული ლორწო კუჭის ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, რომელიც მასზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩერდება და იცავს შემდგომი გაღიზიანებისგან. ამის შედეგად კი იოლდება დაზიანებული ქსოვილების თავისთავადი რეგენერაცია, მცირდება ანთებითი პროცესები. ამრიგად, ტუხტიდან გამოსულ ლორწოს აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე დამცველობითი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც წყლულის დადებით დინამიკას უწყობს ხელს.

2. თაფლის უნიკალურ თვისებებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ თაფლის მიღებისას ემატება მჟავიანობა და ეწყება გულძმარვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ იცავენ თაფლის მიღების წესებს. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს აღნიშნული პროდუქტი უნდა მივიღოთ მშიერ კუჭზე ჭამამდე 1,5-2 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 3 სთ-ის მემდეგ. თაფლს გააჩნია კომპლექსური დადებითი ეფექტი სხვადასხვა პათოლოგიის დროს, კერძოდ, იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ და სხვა მრავალ ზემოქმედებას. მისი გამოყენება რეცეპტში აღნიშნული წესის მიხედვით უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს წყლულის დროს.

3. ნიახური მდიდარია ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფიტოთერაპიაში იგი ძირითადად შარდმდენ საშუალებად გამოიყენება: მასში შემავალი ეთეროვანი ზეთი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხოლო ფესვებში მემავალი ლორწო ლორწოვან გარსზე დამცავ ზემოქმედებას ახდენს, რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნიახურის ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დაბალი, ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!