კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასიცხის დამწევი ნატურალური საშუალებები მედიკამენტურზე ბევრად ეფექტიანია

სიცხის დამწევი ნატურალური საშუალებები მედიკამენტურზე ბევრად ეფექტიანია

სიცხის დამწევი ნატურალური საშუალებები მედიკამენტურზე ბევრად ეფექტიანია

ორგანიზმის ტემპერატურული რეაქცია ერთ-ერთი დამცველობითი მექანიზმია. ეს
არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის მასში მიმდინარე ანთებით თუ სხვა სახის პროცესებს.

აქედან გამომდინარე, ტემპერატურული რეაქციის შესუსტება-შენელება, მისი დათრგუნვა (ანუ სიცხის ხელოვნურად სხვადასხვა მედიკამენტით დაწევა) ხშირ
შემთხვევაში ორგანიზმისთვის მავნებელია.

როგორც სპეციალისტები იუწყებიან: 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება საგანგაშოდ არ უნდა მივიჩნიოთ და სასურველია მის დაწევაში ხელოვნურად არ ჩავერიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.

ცხელებას, საზოგადოდ, უმჯობესია ნატურალური სიცხის დამწევი (ანტიპირეზული) საშუალებებით ვებრძოლოთ.

ამ საშუალებებს შორისაა სხვადასხვა მცენარის ნაყოფი, კვირტი, ფოთოლი, ყვავილი და სხვ. კერძოდ, სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული ჟოლოს, მარწყვის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის, ქლიავისა და ფორთოხლის ნაყოფს.

ჩამოთვლილი ნაყოფი თუ კენკრა სალიცილის მჟავას გარდა შეიცავს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ ნივთიერებებს. შესაბამისად, უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური მედიკამენტები.

მითითებული ხილი თუ კენკრა ნებისმიერი სახით შეიძლება გამოიყენოთ, ნატურალური ან მურაბის სახით. მურაბა შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ.

სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა შემდეგი მცენარეებიც თავშავა, არყის
კვირტები, გულყვითელა და ცაცხვის ყვავილი. ყველა მათგანს იმავდროულად ოფლმდენი ეფექტიც აქვს. აღნიშნულ მცენარეთა გამოყენებისას უმჯობესია მოამზადოთ მათი ნაყენი.

ამისათვის 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტი აქვს თაფლსაც. ბუნების ეს საოცრება იმავდროულად აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული და
ანტივირუსული მოქმედება.

აიღეთ ჭარხალი, გახეხეთ (1 ჭიქა უნდა გამოვიდეს), დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ. ანგინის დროს ყელშიც გამოავლეთ.

სიცხეს და ყელის ტკივილს ეს საშუალება ძალიან უხდება. თუ ბავშვებს ახველებთ კიდეც, ვუკეთებ ინჰალაციას და ვასმევ გულყვითელას ჩაის:

სუფრის კოვზ გამომშრალ, დაფშვნილ გულყვითელას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარეს, ვახურავ თავზე და 15 წუთს ვაჩერებ. ვატკბობ 1-2 ჩაის კოვზი თაფლით ან მურაბით და ვასმევ თბილ-თბილს მთელი დღის განმავლობაში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!