დამეთანხმებით,რომ ამ სეზონზე, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს - ხველაა! ბანანი და თაფლი მოგიგვარებთ ამ პრობლემას!
ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ განკურნონ ყველაზე მძიმე ხველაც კი, სულ რამდენიმე დღეში.
ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
ინგრედიენტები:
- წყალი - 400 მლ.
- ბანანი - 2 ც.
- თაფლი - 2 ს.კ.
მომზადების მეთოდი:
- მოაცალეთ კანი ორივე ბანანს და დაჭყლიტეთ პიურეს მასის მიღებამდე (ამისთვის არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი).
- აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მას ბანანის პიურე.
- შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
- როცა ნარევი გაცივდება, დაატკბეთ თაფლით.
- სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაწუროთ კიდეც.
Როგორ მიიღოთ?
დალიეთ დღეში 4-ჯერ. ერთი პორციის ზომაა 100 მლ.
როგორც წესი, გამოჯანმრთელება ხდება ძალიან სწრაფად - ერთ-ორ დღეში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
ეს ბუნებრივი წამალი, მედიკამენტებისგან განხვავებით, ყველაზე ბუნებრივი საუშალებაა!
ახლა კი ცოტა რამ ბანანის სასარგებლო თვისებებზე:
- ტროპიკული ხილი სახამებლის განსაკუთრებულ სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის: თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.
- დაივიწყეთ მითი, რომ ბანანი ძალიან კალორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით ან რომელიმე ფაფით.
- ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი, რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს.
- სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.
- კალიუმის შემცველი საკვები მათთვისაც არის სასარგებლო, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ მიდრეკილება აქვს. ყოველდღიურად ამ მინერალის 1,3 გრამის მოხმარება გულის პათოლოგიების განვითარების რისკს 26 %-ით ამცირებს. ნორმის შესასრულებლად დღეში 2-3 ბანანის მიღებაა საჭირო.
- ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ.
- ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ, ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა.
- ბანანის რბილობი შეიცავს B, PP, A და C ვიტამინებს. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, საქაროზას, კაროტინს, ფერმენტებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს.
- ხილის ასეთი შემადგენლობა ამაღლებს იმუნიტეტს, შედეგად, ბანანი არის სასარგებლო პროდუქტი ზემო სასუნთქი გზებისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.