ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბევრი ადამიანი უჩივის ზამთარში ადვილად დაღლას და ნერვულ გადაძაბვას, სწორედ ამიტომაც ჩვენ...

ბევრი ადამიანი უჩივის ზამთარში ადვილად დაღლას და ნერვულ გადაძაბვას, სწორედ ამიტომაც ჩვენ გასწავლოთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად დააღწიოთ თავი ამ მდგომარეობას!

ბევრი ადამიანი უჩივის ზამთარში ადვილად დაღლას, ნერვულ გადაძაბვას. ასეთი რამ ადრეც მჭირდა და ახლაც ვგრძნობ ხოლმე, როგორც ჩანს, ყველაფერი დეპრესიას უკავშირდება, ახლახან მივაგენი დეპრესიის საწინააღმდეგო ნაყენის რეცეპტს:

გარეცხილ ხორბალს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ ნახევარი საათი. შემდეგ შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ეს ნახარში 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ხორბლის ნახარში ამაგრებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს.

კიდევ მასწავლეს ასეთი რამ: ხორბალი დათესეთ ქოთანში და ახალნაზარდი ჯეჯილი გამოიყენეთ ყოველდღიურად ხან ნაყენის მოსამზადებლად, ხანაც საჭმელად. ეფექტის მოსალებად ერთი თვე მაინც დაგჭირდებათ.

ექიმის კომენტარი: ხორბალი უხვად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, სახამებელს. სწორედ ვიტამინთა ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ხორბლის ნაყენის მრავალმხრივ დადებით ეფექტს, მათ შორის დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედებას. სახამებელი კი კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!