უმარტივესი გზა ჩაბრუნებული ფრჩხილის ქირურგიული ჩარევის გარეშე ამოსაღებად! ეს საშუალება ჩვენ ნამდვილად გამოგვადგა
ჩემს ქალიშვილს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ფრჩხილების ჩაბრუნება ორივე ფეხის ცერზე. ექიმთან ვერაფრით მივიყვანე — ძალიან ეშინოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხური სამკურნალო საშუალებები მეძებნა.
სწორედ ამ ძებნაში ერთმა ნაცნობმა, მასწავლა რეცეპტი:
ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი. ეს ყველაფერი წამოვადუღოთ 2 წუთი, თან ხის კოვზით ვურიოთ. შემდეგ შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ კანზე, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ მსუბუქად უნდა დავჟეჟოთ, შემდეგ ცელოფანით, ბინტით და შალის ქსოვილით შევიხვიოთ. ამგვარად თითი ჩახურდება.ეს პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა ჩავიტაროთ. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და დავიმუშაოთ წყალბადის ზეჟანგით. ჩემს შვილს ამ წამლით ვუმკურნალე და ფრჩხილები ისე მოვურჩინე, რომ ჩაბრუნების კვალიც აღარ ეტყობა.
ჩვენს შემთხვევაში ეს მეთოდი ნამდვილად წარმატებულად დასრულდა, იმედია თქვენც გამოგადგებათ
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ექიმის კომენტარი: ფრჩხილის ჩაბრუნებისას მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს იყენებენ. ამ დროს ჩაბრუნებული ფრჩხილი ფრჩხილბუდიდან ამოიკვეთება, თუმცა ეს რადიკალური მეთოდი გარკვეულად მტკივნეულია, ამიტომ პაციენტები ცდილობენ სხვა, უფრო დამზოგველი მეთოდებით იმკურნალონ.
ხალხური მეთოდებით მკურნალობის შედეგიც ქირურგიულის ანალოგიურია. მხოლოდ ფრჩხილის მოშორება შედარებით უმტკივნეულოდ, თანდათანობით ხდება. ზემოთ მოყვანილ რეცეპტში შედის ისეთი კომპონენტები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ხასიათდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ შემთხვევაში მათი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და ქსოვილთა აღმდგენი თვისებებია. ასე რომ, ამგვარი კომპრესებით დაზიანებული ფრჩხილის მექანიკურ მოშორებასთან ერთად ფრჩხილბუდის ინფიცირებისაგან დაცვა და ახალი ქსოვილების ნორმალური რეგენერაციისთვის ხელშეწყობა ხდება.
წყარო: კარაბადინი