სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეთუ შეგაწუხა თმის ცვენამ, გირჩევ ეს რეცეპტი სცადო! მე საკუთარ თავზე გამოვცადე...

თუ შეგაწუხა თმის ცვენამ, გირჩევ ეს რეცეპტი სცადო! მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ!

თუ შეგაწუხა თმის ცვენამ, გირჩევ ეს რეცეპტი სცადო! მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ!

ქალებსაც სცვივათ თმა — იშვიათად, მაგრამ მაინც. ეს უსიამოვნება მეც შემემთხვა. რა არ ვიღონე, არაფერმა მიშველა. ბოლოს, ჩემდა ბედად, გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ექიმი, რომელმაც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომარჩინა.

სხვა საშუალებებთან ერთად ის ხალხურ რეცეპტებსაც მირჩევდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს თმის ზრდის გამაუმჯობესებელი ბევრი მცენარეული საშუალება. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი თქვენც გაგაცნოთ.

ოროვანდის ნიღაბი:

  • 75 გრ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 200 გ ზეითუნის ან მზეზუმზირას ზეთი
  • ერთი დღე-ღამით დადგით სიბნელეში.
  • შემდეგ 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ.

მიღებული მალამო 1,5-2 თვის განმავლობაში ყოველდღე შეიზილეთ გამელოტების კერებში.

ჭინჭრის სავლები:

  • 100 გრ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,3 ლ წყალში გახსნილი 0,5ლ 6%-იანი ძმარი.
  • გააჩერეთ 4 საათს.
  • ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე დაიბანეთ თავი ამ ნაზავით.

ფარსმანდუკის ნიღაბი:

  • 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი დააყენეთ 0,5 ლ წყალზე (ისე, როგორც ჩაის ვაყენებთ)
  • ყოველდღე შეიზილეთ თმაში.

გამელოტების კერებზე შეგიძლიათ დაიდოთ ნიღაბი:

  • აიღეთ ახალგახეხილი ფარსმანდუკის ფოთლები და ყვავილები,
  • იმავე ოდენობის ზეითუნის ზეთი
  • ერთმანეთში აურიეთ.

 ღვიის ნაყენი:

  • ღვიის წიწვები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები დააქუცმაცეთ და მოამზადეთ ნარევი.
  • 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,4 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე.

ყოველდღიურად შეიზილეთ თმაში.

ფიჭვი:

  • 500 გრ ფიჭვის კვირტი, ქერქი და წიწვი მოხარშეთ 5 ლ წყალში.
  • შეიზილეთ ნახარში თმაში ან დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

არყის ხის ნაყენი:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლსა და კვირტს დაასხით 0,3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ.
  • შეიზილეთ თმაში ყოველდღე.

 შოთხვის ნიღაბი:

ნედლი, კარგად გასრესილი შოთხვის ბოლქვების ფაფა დაიდეთ თავზე კვირაში 2-3-ჯერ, 30-30 წუთით, შემდეგ ცხელი წყლით ჩამოიბანეთ.

მკვებავი ნიღაბი მშრალი და ნორმალური თმისთვის:

  • აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი,
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი.

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!