ეს არის სასწაული! დაემშვიდობეთ თავბრუსხვევას, წნევას და სახსრების ტკივილს ამ მცენარის წყალობით!
მას შემდეგ, რაც არაერთმა დაავადებამ შემაწუხა, უფრო ყურადღებიანი გავხდი საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ვცდილობ, ხელი შევუწყო ორგანიზმს, ვაკვირდები, რა მრგებს და რა მვნებს.
აღმოვაჩინე, რომ გარემოს ტემპერატურისა და წნევის მკვეთრი ცვლილება საგრძნობლად მიუარესებს მდგომარეობას: მეწყება თავის და სახსრების ტკივილი, მიწევს წნევა, მიუარესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება.
ერთ ნაცნობ ექიმს ვუამბე ამის შესახებ. ასეთ სიმპტომებს ამინდისადმი მომატებული მგრძნობელობა ანუ მეტეოდამოკიდებულება ჰქვიაო, კონკრეტული კი ვერაფერი მირჩია.
სამაგიეროდ, მე თავად მივაგენი ხალხურ რეცეპტს:
კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.
ნაყენი ასე მზადდება:
- 1,5 ს/კ დანამცეცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5ლ არაყი,
- დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით, შემდეგ გადაწურეთ.
- სვით თითო ჩ/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
მაგნიტური ქარიშხლებისა და ამინდის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევ, 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი.
ექიმის კომენტარი:
კულმუხო მრავალწლიანი მცენარეა, იზრდება ნესტიან ადგილებში. ახასიათებს მსხვილი ფესურა, რომლიდანაც ბევრი ფესვი გამოდის. ფესურა და ფესვები მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, პიგმენტებით, ლორწოთი. შეიცავს ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, ინსულინს და ფსევდოინსულინს.
ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში კულმუხო ანდუზის, კურმუხის ანდა რასინის სახელწოდებითაც გვხვდება. სამკურნალოდ იხმარებოდა ამ მცენარის ძირი, თესლი, ზეთი. მისგან ამზადებდნენ შარბათს, მურაბასავით გაკეთებულ ღონის მომცემ წამალს.
კულმუხო გვხვდება თირკმელების დაავადების სამკურნალო წამლის შემადგენლობაში. გარდა ამისა, იყენებდნენ უნებლიე შარდვის სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლადაც იხმარებოდა. კულმუხოს მაჯუნს იყენებდნენ გახშირებული გულის ცემის დასაწყნარებლად. „ანდუზის მაჯუნის ხასიათი ეს არის, რომე გულის თრთოლასა, გულის ძგერასა და ფეთქასა, სამსავე უშველოს“ „იადიგარ დაუდი“.
თანამედროვე მედიცინაში კულმუხოს ფესურა იხმარება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების სხვადასხვა დაავადების დროს. ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, არის შარდმდენი, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს ნაწლავის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის შეხორცებას. რაც შეეხება მეტეომგრძნობელობის მკურნალობას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დადებით ეფექტს მცენარის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება იძლევა.