კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათავად მოამზადე კბილის პასტა და დაივიწყე ქიმიური საშუალებების გამოყენება!

თავად მოამზადე კბილის პასტა და დაივიწყე ქიმიური საშუალებების გამოყენება!

თავად მოამზადე კბილის პასტა და დაივიწყე ქიმიური საშუალებების გამოყენება!

მოთხოვნიდან გამომდინარე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი სახის კბილის პასტა ჩნდება მაღაზიების თაროებზე. მწარმოებლები მათ უმატებენ აგრესიულ კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს არა მხოლოდ კბილებისთვის, არამედ მთლიანად სხეულის ჯანმრთელობისთვის: პარაბენები, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და ტრიკლოზანი.

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ 5 ბუნებრივი კბილის პასტის რეცეპტი, რომელიც თქვენს კბილებს ძლიერ გახდის და სითეთესაც შეჰმატებს. ასეთი პასტის მომზადება არ არის რთული. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.

ცერეცოსა და დარიჩინის კბილის პასტა

ინგრედიენტები:

  • მწიკვი კამის ფხვნილი
  • 1/3 ჩ.კ დარიჩინი
  • 2 ჩ.კ საკვები სოდა
  • 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • მწიკვი ზღვის მარილი
  • 1 ჩ.კ ქოქოსის ზეთი

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს ქოქოსის ზეთის გარდა. გაწმენდის წინ დაუმატეთ ქოქოსის ზეთი.

თეთრი თიხის კბილის პასტა

ინგრედიენტები:

  • 60 გრ თეთრი თიხა
  • 2-3 წვეთი სალბის ზეთი
  • 2-3 წვეთი გვირილის ზეთი
  • 1 ჩ.კ თაფლი
  • 5-8 წვეთი წყლის დაფუძნებული პროპოლისი

მომზადება:

თიხა შეურიეთ ცოტა წყალს, სანამ არ მიიღებთ სქელ პასტას. მასას დაუმატეთ პროპოლისი, თაფლი, გვირილისა და სალბის ეთერზეთები. საფუძვლიანად აურიეთ და გამოიყენეთ ჩვეულებიამებრ.

ზღვის მარილის კბილის პასტა

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩ.კ წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი
  • 1/2 ჩ.კ მირო (ფხვნილი)
  • 2 ჩ.კ საცხობი სოდა
  • 3-4 პიტნის ფოთოლი
  • 1/2 ჩ.კ თეთრი თიხა
  • 2 ჩ.კ გლიცერინი
  • ნებისმიერი ეთერზეთის 6-8 წვეთი, რეკომენდებულია აირჩიოთ: ლიმონი, როზმარინი, ფორთოხალი

მომზადება:

შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მისაღებად. კბილის პასტა მზად არის გამოსაყენებლად.

კბილის პასტა ნაცრით

ინგრედიენტები:

  • ხის ნაცარი

მომზადება:

ჩააწეთ დასველებული კბილის ჯაგრისი ხის ნაცარში ან შეურიეთ კბილის პასტას. ნაცარი შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს, ნაერთს, რომელიც შთამნთქმელი და მათეთრებელი საშუალებაა. გაიხეხეთ კბილები ამ საშუალებით არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

კბილების გახეხვა ბადრიჯნით

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი

მომზადება:

თხლად დაჭრილი ბადრიჯანი გამოაცხვეთ ღუმელში ან შეწვით წინასწარ გახურებულ ტაფაზე, სანამ არ დაიბრაწება. დაასველეთ რბილი კბილის ჯაგრისი ამ შავ ფხვნილში და გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში. ეს ფხვნილი არა მხოლოდ ათეთრებს კბილებს, არამედ ამაგრებს მათ.

უარი თქვით მავნე კბილის პასტაზე ბუნებრივის სასარგებლოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ დადებით შედეგს!

რამდენიმე რჩევა:

  • მიხაკი ამშვიდებს კბილის ტკივილს;
  • სალბი გამოიყენება ღრძილების სისხლდენის დროს;
  • ჩაის ხის ზეთი ათეთრებს კბილებს, ხსნის ღრძილების ანთებას;
  • პიტნა ხსნის ანთებას;
  • თიამინს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები;
  • როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

რეკომენდებულია მოცემულ პასტის შემადგენლობაში საცხობი სოდა დაამატოთ არა უმეტეს კვირაში ერთხელ. სხვა დღეებში გაიხეხეთ კბილები მისი დამატების გარეშე. მომზადებული კბილის პასტები შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

გაუზიარე ნატურალური კბილის პასტის რეცეპტები მეგობრებს!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!