ნივრის ქერქის ფხვნილი, გასაოცარი მკურნალია! ნახეთ რა შეუძლია მას!
ნიორის სასრგებლო თვისებები!
ნიორი ფართოდ გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნად. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით - ალიცინით. ის ბლოკავსფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.
ნიორი ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. ეს ნიორში შემავალი ცილების დამსახურებაა. ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა, რომლის წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება, ის ტოქსიკურია სტაფილოკოკის, დიფტერიის ჩხირებისთვის.
ნიორი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ნიორი მხოლოდ იწყებს პროცესს, მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ ქოლესტერინი კვლავ უწინდელს უბრუნდება.
ხალხური მედიცინის თითქმის ყველა კრებულში უხვად არის ნივრისგან დამზადებული წამლების რეცეპტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, რომ ნიორზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაფცქვენები.
ნიორის ქერქი ზოგიერთი თვისებით აღემატება კიდეც თავად ნიორს!
იგი შეიცავს გაცილებით მეტ პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან მძიმე მარილების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის ნარჩენების გამოძევება შეუძლია.
ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია.
ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლირებლად და სხვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს.
საკმარისია, მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.
ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია:
- მოაცალეთ ნიორს ბინძური გარეთა ფენა,
- მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ,
- გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.
მნიშვნელოვა, რომ გახსოვდეთ:
- დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს.
- მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობით, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.
სტატიაში შემოთავაზებული ყველა რეცეპტი არის ნატურალური ინგრედიენტებით და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას! ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარების გაუმჯობესებაში!