როგორ მოვამზადოთ დარიჩინისა და კურკუმას ჩაი ანთებასთან საბრძოლველად?!
წარმოუდგენლად სასარგებლოა!
თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩაის მოყვარული, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მრავალი სრგებლის შესახებ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის შერწყმულია დარიჩინთან და კურკუმასთან, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზმში ნებისმიერი სახის ანთების შესამსუბუქებლად გამოიყენება. ეს 2 ინგრედიენტი და მწვანე ჩაი ქმნის მკვებავ, ძლიერ სასმელს, რომელიც შესანიშნავი გემოთი გამოირჩევა!
ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ინგრედიენტის ძირითად სარგებელს ჯანმრთელობისთვის და შემდეგ გადავალთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ რომ იცოდეთ - თუ როგორ მოვამზადოთ ეს საოცარი ჩაი!
სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
Მწვანე ჩაი:
მწვანე ჩაის ძლიერი სარგებელი პოლიფენოლების მაღალი კონცენტრაციაა - ძლიერი ანტიოქსიდანტებითურთ. ის ეხმარება თავისუფალი რადიკალების (დამაზიანებელი მოლეკულების) განეიტრალებას და ქრონიკულ დაავადებებს. ამასთან, მწვანე ჩაი გვეხმარება შემდეგშიც:
- ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას.
- ამცირებს ანთებას ნაწლავებში.
- ხელს უწყობს ზოგადად დაავადებების პრევენციას.
- ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ამაღლებს კარგ ქოლესტერინს.
- ამცირებს გულის დაავადების რისკს.
- აუმჯობესებს ღვიძლის ჯანმრთელობას.
- ეხმარება წონის კლებაში.
- აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციონირებას.
დარიჩინი:
- მანგანუმის და კალციუმის შესანიშნავი წყარო.
- ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა.
- შეიცავს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
- აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.
- ებრძვის დიაბეტს.
- იცავს ტვინის მუშაობას.
- შეუძლია ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლა.
- არის ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
კურკუმა:
- ამცირებს ანთებას.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
- აუმჯობესებს ტვინის და გულის ჯანმრთელობას.
- ხელს უწყობს ართრიტის სიმპტომების მოხსნას.
პროდუქტის შემადგენლობა:
- 1-2 სუფრის კოვზი შავი ან მწვანე ჩაი.
- 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი.
- 1/8 ჩაის კოვზი კურკუმა.
- 1 ჩაის კოვზი სტევია, თაფლი ან სხვა დამატკბობელი.
- ლიმონის ნაჭრები, სურვილისამებრ.
მომზადება უმარტივესია:
შეურიეთ ჩაი, დარიჩინი, კურკუმა და დამატკბობელი ერთმანეთს.
დაუმატეთ ცხელი წყალი და გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, ერთხელ აურიეთ, შემდეგ გადაწურეთ. დაელოდეთ ნარევი გაცივდეს და შემდეგ ჭიქას ყინულის კუბიკები დაუმატეთ.
მას შემდეგ რაც ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება, ჩაასხით ჭიქაში და მიირთვით! თუ გსურთ, არ დაგავიწყდეთ ლიმონის ნაჭრების დამატებაც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!