4 სასწაულებრივი ელექსირი სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის!
ხელნაკეთი ელექსირი სისხლძარღვებისთვის, რომლის გამოყენებითაც მეხსიერება გაუმჯობესდება, ტინიტუსი გაქრება და წნევა ნორმალურ მაჩვეებელს დაუბრუნდება!
ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სისხლძარღვების მეშვეობით გადადის ყველა ორგანოში, მათ შორის ტვინშიც. თუმცა სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, სისხლძარღვების ელასტიურობა უარესდება და სანათური, რომლითაც სისხლი მასში გადის, მცირდება სისხლძარღვების კედლების ქოლესტერინის დაფებით დაბინძურებისდა გამო.
მეხსიერების დაქვეითება, ტინიტუსი, თავის ტკივილი, მაღალი წნევა და ქრონიკული დაღლილობა ის განგაშის ზარია, რომელსაც ტვინი აგზავნის და მოითხოვს სისხლძარღვების გაწმენდას და ათეროსკლეროზის განვითარების პრევენციისთვის.
ცუდი ქოლესტერინის მაღალი შემცველობის საკვები, დაბინძურებული გარემო და მავნე ჩვევები აძლიერებს მსგავსი დაავადებების განვითარებას, ამიტომ პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სისხლძარღვების გაწმენდა ხალხური საშუალებებით წელიწადში ერთხელ მაინც.
სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვიპოვეთ ტრადიციული მედიცინის წიგნაკიდან რამდენიმე რეცეპტი, რომელთა მოძებნაც დიდხანს არ მოგიწევთ, რადგან ისინი თქვენს სამზარეულოში ისედაც ხელმისაწვდომია!
1. თაფლი + ნიგოზი
გახეხეთ 5 ცალი ნიგოზი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, მწიკვი დარიჩინი და ხმელი კოჭა, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი დღე მაცივარში. გამოიყენეთ საშუალება 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
2. ხახვის წვენი + თაფლი
ჭიქის მესამედი ახლად გამოწურული ხახვის წვენი შეურიეთ ჭიქა თაფლს. მიიღეთ პრეპარატი 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 ჩაის კოვზი. ეს საშუალება გარდა სისხლძარღვების გაწმენდისა, ასევე ამაღლებს იმუნიტეტს, ემსახურება გაციების პროფილაქტიკას.
3. ნატურალური წვენები
ბროწეულის წვენი განსაკუთრებით კარგია ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის. ის უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ საუზმემდე და ლანჩამდე 30 წუთით ადრე. ზოგჯერ შეცვალეთ ბროწეულის წვენი ბუნებრივი სტაფილოს ან ვაშლის წვენით.
4. ანანასი + ნიგოზი
3 ნიგვზის ბირთვი 2-3 ნაჭერ ანანასთან ერთად გახეხეთ ბლენდერში, ჩადეთ მუქი შეფერილობის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. წამალი უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ 2 დღეში აუცილებელია ნარევის ახალი ნაწილის მომზადება.
იყავით ფრთხილად და მოუსმინეთ თქვენს სხეულს: მეხსიერების პროგრესირებადი გაუარესება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი კარგი მიზეზია სპეციალისტთან ვიზიტის დანიშვნისა და საფუძვლიანი გამოკვლევისთვის.