ბარაქის ხე ჯანმრთელობის სადარაჯოზე! საოცარი თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით…
მიუხედავად "ბარაქის ხის" უზარმაზარი პოპულარობისა და არაპრეტენზიულობისა, უმეტესობამ არ იცის მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს.
შენიშნა, ბარაქის ხე მკაცრად რეაგირებს იმ გარემოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე, სადაც ის ხარობს.
თუ ვინმე ავადდება, მცენარის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება: ხმება, ფოთლები სცვივა, თითქოს საკუთარ თავში ნეგატიურ ენერგიას იზიდავს. და როცა ადამიანი გამოჯანმრთელდება,ისევ იწყებს აყვავებას.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც ბარაქის ხეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებთ:
- ჰერპესი ტუჩებზე:
გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფოთლისგან და ამ წვენით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი ყოველ 30 წუთში ერთხელ. ასევე შეგიძლიათ სხვაგვარადაც მოიქცეთ - დაასველეთ ბამბის საფენი ამ წვენით, წაისვით დაზიანებულ ადგილზე და დააფიქსირეთ ნებისმიერი სახვევით.
- ანგინა, ტონზილიტი:
გამოწურეთ წვენი 10 ფოთლიდან, შეურიეთ 200 მლ წყალს. გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 3-5-ჯერ.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული: დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე მიირთვით ბარაქის ხის 2 ფოთოლი, კარგად დაღეჭეთ.
- პიელონეფრიტი, ცისტიტი:
გახეხეთ ამ მცენარის 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 15 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ 3-ჯერ დღეში.
- ართრიტი, ართროზი:
გამოწურეთ წვენი 10-15 ფოთლიდან და დაიმუშავეთ დაზიანებული სახსრები ძილის წინ.
- ბუასილი:
მიამაგრეთ შუაზე გაჭრილი ფოთოლი მტკივნეულ ადგილს, მისი ეფექტი დაუყოვნებლივია.
- დამწვრობა, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ჭრილობები, აბსცესები:
მცენარის შუაზე გაჭრილი ფოთოლი (წვნიანი მხრით) დაიმაგრეთ მტკივნეულ მიდამოში, შეცვალეთ სახვევი გაშრობისას.
- ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა
ბარაქის ხის 10 ფოთლისგან გამოწურულ წვენს უნდა შეურიოთ 150 მლ წყალი და მიღებული ნაზავი უნდა წაისვათ ბაქტერიით დავირუსებულ ადგილებზე, მაგ: სტომატიტზე ან ყელის ანთების დროს გამოივლოთ პირის ღრუში.
ეფექტურია ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიაზიანების დროსაც
პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 4-5-ჯერ.
ყურადღება!
ბარაქის ხე შეიცავს დარიშხანის მაღალ კონცენტრაციას, ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ მცენარეზე დაფუძნებული სამკურნალო პრეპარატების შიდა მიღების ბოროტად გამოყენება. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დოზირებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!