მოვამზადოთ სამკურნალო ელიქსირი ფიჭვის გირჩებისგან!
მაისის მწვანე გირჩები ჯანმრთელობის უნიკალური ელექსირია, რომელსაც ფასი არ აქვს!
მწვანე ფიჭვის გირჩები ხელს შეუწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას ჰიპერტენზიის დროს, და ასევე დაგეხხმარებათ გასტრიტის დაძლევაში.
მომზადება:
საჭიროა 1 წილი მოცულობით დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხათ 10 წილი 400 არაყი, გააჩეროთ ერთი კვირა თბილ ადგილას და შემდეგ მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი 3-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში.
15 მაისიდან 15 ივნისამდე შეგროვებული ახალგაზრდა ფიჭვის გირჩებისგან დამზადებული ჯემი შესანიშნავი საშუალებაა ხველებისა და ბრონქიტის დროს.
საწიროა რომ მომინანრებულ თასში ჩაყაროთ 50-60 გირჩი და დაასხათ 2 ლიტრი წყალი, მიიყვანოთ ადუღებამდე და გააგრძელეთ ფუღილი 2 საათით, დაბალ ცეცხლზე.
ამის შემდეგ ამოიღეთ გირჩები, გააგრილეთ ნახარში, დაუმატეთ 2 კგ შაქარი და ადუღეთ კიდევ 1,5 საათი დაბალ ცეცხლზე. მზა ჯემი მიიღეთ 1 ს.კ. ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე, მანამ სანამ არ გამოჯანმრთელდებით.
ფიჭვის თაფლი კარგია თირკმელების დაავადებისა და ყველა გაციების დროს. საჭიროა ახალგაზრდა ფიჭვის გირჩები დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ შაქარი,მოვათავსოთ კერძები მზიან ადგილას ფანჯრის რაფაზე და დროდადრო შეანჯღრიოთ.
რამდენიმე დღის შემდეგ მიიღებთ სქელ სიროფს, რომელიც სასიამოვნო გემოთია. დაამატეთ იგი ყველა გაცივებულ სასმელს, დალიეთ ისინი და ასევე მიირთვით გირჩები.
ფიჭვის თაფლი კარგია თირკმელების დაავადებისა და გაციების დროს.
საჭიროა ახალგაზრდა ფიჭვის გირჩები დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ შაქარი, მოვათავსოთ მზიან ადგილას ფანჯრის რაფაზე და დროდადრო შევანჯღრიოთ.
რამდენიმე დღის შემდეგ მიიღებთ სქელ სიროფს, რომელისაც სასიამოვნო გემო აქვს. დაამატეთ იგი ყველა სასმელს, დალიეთ ისინი და ასევე მიირთვით გირჩები.
ჯერ კიდევ ძალიან პატარა მწვანე ფიჭვის გირჩები დაგეხმარებათ თირკმელების კენჭებისა და ნაღვლის ბუშტისგან მოშორებაში.
აიღეთ ისინი, მოათავსეთ ქვაბში და შეავსეთ წყლით, ისე რომ დაიფროს. ადუღეთ 5 წუთი. როდესაც ნახარში გაცივდება, გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
გირჩევთ მწვავე და ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობის დაწყებას ინჰალაციებით.
ამისათვის დააქუცმაცეთ და თანაბრად მოცულობით აურიეთ ფიჭვის გირჩები, კალენდულას ფოთლები, ევკალიპტი და გვირილა.
- შემდეგ 2 ს.კ. ნარევს ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალში და 7 წუთის განმავლობაში ხსნარიდან გამოსულ ორთქლს პირით ისუნთქებენ.
- ჩაიტარეთ პროცედურა დღეში მინიმუმ 5-ჯერ.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მასწავლა გაციების, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის და პნევმონიის ფიჭვის თაფლით მკურნალობა.
ამ რეცეპტის ეფექტურობაში დავრწმუნდი, როცა წვიმაში დასველების შემდეგ მძიმედ გავცივდი. მეორე დილით მქონდა სიცხე, სისცველე ცხვირში და ხველა. მერე მეგობარმა წამალი ქილით მომიტანა, მითხრა, როგორ უნდა დამეყო და დავიწყე მკურნალობა. სამი დღის შემდეგ გაციების კვალი არ დამრჩენია!
ასე რომ, ფიჭვის თაფლის მოსამზადებლად მინანქრებულ ტაფაში მოათავსეთ ფიჭვის გირჩები და შეავსეთ წყლით ისე, რომ დაიფაროს 3-4 სმ, ამის შემდეგ დადგით ის ცეცხლზე, შიგთავსი მიიყვანეთ ადუღებამდე და ცოტახანს კიდევ ადუღეთ. თავდახურულ მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ 40-50°C-მდე და გადაწურეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!