ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაარ გადაყროთ ფული ინჰალატორებში! ნივრის ინჰალაცია ხველისთვის საუკეთესო საშუალებაა!

არ გადაყროთ ფული ინჰალატორებში! ნივრის ინჰალაცია ხველისთვის საუკეთესო საშუალებაა!

არ გადაყროთ ფული ინჰალატორებში! ნივრის ინჰალაცია ხველისთვის საუკეთესო საშუალებაა!

მკურნალობის ეს მეთოდი ხელს უწყობს ხველის სწრაფად მოშორებას.

ინგრედიენტები:

  • წყალი - 250 მლ
  • ნიორი - 6 კბილი
  • საკვები სოდა - 1 სუფრის კოვზი.

მომზადების მეთოდი:

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში და ადუღეთ.
  2. სანამ წყალი ადუღდება, წვრილად დაჭერით ნიორი.
  3. ადუღების შემდეგ ჩაასხით ქვაბიში და შეამცირეთ ცეცხლი.
  4. ხარშეთ თავდახურული 5 წუთის განმავლობაში.
  5. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ სოდა.

როგორ გავაკეთოთ ინჰალაცია?

მოხარეთ თავი ქვაბს, თავზე გადაფარეთ პირსახოცი ან სხვა რაიმე ქსოვილი რომ ორთქლი არ გაიფანტოს და ჩაისუნთქეთ ის - ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით. გააგრძელეთ ეს პროცესი მანამ, სანამ სითხე არ გაგრილდება და ორთქლი არ გაქრება. შემდეგ პირსახოცით გაიმშრალეთ სახე, დაწექით საწოლში და დაიფარეთ თბილი საბანი.

უმჯობესია ამ პროცედურის გაკეთება საღამოს, ძილის წინ. ჩვეულებრივ, 3 ინჰალაცია საკმარისია სრული აღდგენისთვის.

ნივრის თვისებები, რომლებიც ყველას გამოადგება

ნივრის სასარგებლო თვისებებზე ყველას გვსმენია. მისი სამკურნალოდ გამოყენების გარკვეული ხერხებიც ვიცით. თუმცა ვინაიდან ამ მცენარის შესაძლებლობები ძალიან ფართოა, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის და როდის არის საჭირო.

ყველაზე ხშირად ნიორი გამოიყენება ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ამის მიზეზი მასში შემავალი ალიცინია. ის ბლოკავს იმ მექანიზმებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.

ნიორი შეიცავს ცილებს, რომლებიც ორგანიზმს ზოგად გამძლეობას მატებენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ამიტომაც ითვლება ეს მცენარე იმუნიტეტის გამაძლიერებლად.

ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა და მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს. ამცირებს სისხლშ ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ნიორს ხშირად იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის.

ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის რეგულირებაში ეხმარება. ნიორი გამოიყენება, როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი კი სწორედ თრომბია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!