შაკიკის მკურნალობა უმარტივესი ხალხური მეთოდით!
დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ ბევრ ადამიანს გამოადგება! სააფთიაქრო საშუალებების გვერდის ავლითაც შეგიძლიათ დაძლიოთ შაკიკის გაუსაძლისი ტკივილები, უბრალოდ კარგად გაეცანით ინფორმაციას.
გთავაზობთ შაკიკის მკურნალობის ხალხურ მეთოდს:
- როცა შეტევა დაგეწყებათ, 2-3 თავი ქართული ნიორი დანაყეთ,
- მიღებული მასა მოათავსეთ მარლის ნაჭერში, დაიდეთ შუბლზე (მტკივან ადგილზე) და კარგად დააფიქსირეთ.
- გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთით და შედეგს აუცილებლად მიიღებთ!
გაითვალისწინეთ: თუ ნიორს კანზე ათ წუთზე მეტხანს გააჩერებთ, კანი დაგეწვებათ და შუბლზე ლაქა გაგიჩნდებათ.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული რჩევაა, მაგრამ დაგვერწმუნეთ მისი რეგულარული გამოყენება ნამდვილად შედეგის მომტანია, თან ამით თქვენ არაფერს კარგავთ უბრალოდ სცადეთ და ნახავთ!
ექიმის კომენტარი: ნიორი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი მცენარეა და სწორედ ეს განაპირობებს მის გამოყენებას სხვადასხვაგვარი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ნივრის ბოლქვში შემავალ ნივთიერებებს აქვს ანტიმიკრობული, სოკოსა და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციულ და მოტორულ ფუნქციას, ნაღვლის სეკრეციას.
ნიორი ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი საშუალებაცაა. იგი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს. ნივრის პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნად, აგრეთვე, ღვიძლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადებების, პნევმონიის, ზოგჯერ ბრონქული ასთმის დროს.
ნიორი გამოიყენება პროფილაქტიკისათვის გრიპის ეპიდემიის დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის ნევროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. შაკიკის დროს ნივრის გარეგანი გამოყენება შესაძლოა ნერვულ დაბოლოებებზე მის მასტიმულირებელ ზემოქმედებასთან იყოს დაკავშირებული. ამასთან, ნივრის ეთეროვან ზეთს ძლიერი დიფუზურობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგანი ხმარებისას იგი ღრმად მდებარე ქსოვილებამდე აღწევს და კლინიკურ ეფექტს იძლევა.