ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაყველაზე ძლიერი ბალახი, რომელიც წარმატებით უმკლავდება ათეროსკლეროზს!

ყველაზე ძლიერი ბალახი, რომელიც წარმატებით უმკლავდება ათეროსკლეროზს!

ყველაზე ძლიერი ბალახი, რომელიც წარმატებით უმკლავდება ათეროსკლეროზს!

ათეროსკლეროზის მკურნალობის ხალხური მეთოდები!

ჭარბ წონასთან ბრძოლა, ცხოვრების აქტიური წესი და დიეტა რომ საუკეთესო მეთოდებია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, დიდი ხანია ცნობილია. ექიმი წლების განმავლობაში მირჩევდა, შემეზღუდა შაქარი, ტკბილეული, მოვრიდებოდი ქოლესტერინით მდიდარ საკვებს — კვერცხის გულს, ხიზილალას, ცხიმიან ხორცსა და თევზს, მარილსა და ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ბულიონს). ამასთან ერთად, ხალხურ რეცეპტებსაც წარმატებით ვიყენებდი.

აი რამდენიმე მათგანი:

საჭიროა წითელი სამყურას აყვავებული, დაფოთლილი ტოტები, შეგროვებული ყვავილობის დასაწყისში.

  • 40 გრამ ნედლეულს დაასხით 500 გრამი არაყი,
  • დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში,
  • შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 გრამი სადილის ან ძილის წინ.

მკურნალობის კურსია 3 თვე ათდღიანი შუალედით. 6-7 თვის შემდეგ კურსი შეიძლება გაიმეოროთ. მიიღება, როდესაც ათეროსკლეროზს თან სდევს თავის ტკივილი და ყურებში შუილი.

ყოველდღე მიიღეთ უზმოზე 200-300 მლ ცხელი ანადუღარი წყალი (ისეთი ტემპერატურისა, როგორსაც გაუძლებთ). ის წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.

მოხუცებულთა სკლეროზის შესამსუბუქებლად კარგია კულმუხოს ფესვის ნაყენი:

  • 40 გრამ კულმუხოს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი,
  • 10 დღით დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას,
  • მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი.

კურსი თვენახევარს გრძელდება. სკლეროზის დროს ეფექტურია ოხრახუშის ნაყენიც.

თავის ტვინის სკლეროზის დროს მიიღეთ ქრისტესისხლას ნაყენი — 3 ჭიქა (200 მლ) დღეში.

თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროს ასევე რეკომენდებულია ასფურცელასფესვის ნახარში:

  • 200 გრამი ფესვი 2 საათს ადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში.
  • მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ასევე, კარგია შემდეგი რეცეპტიც:

  • აიღეთ 100 გრამი ნატურალური თაფლი,
  • 100 გრამი კამის თესლი,
  • 3 სადილის კოვზი ხმელი, დაფქული კატაბალახას ფესვი.
  • ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი,
  • შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.
  • 5-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და მთელი ღამე დატოვეთ.
  • დილით გადაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაიატანეთ.

უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ორკვირიანი კურსი გაიმეორეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!