ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ მოვიშოროთ ჭიები მარტივად? ვერც ერთი სააფთიაქო აბი ვერ შეედრება ამას!

როგორ მოვიშოროთ ჭიები მარტივად? ვერც ერთი სააფთიაქო აბი ვერ შეედრება ამას!

როგორ მოვიშოროთ ჭიები მარტივად? ვერც ერთი სააფთიაქო აბი ვერ შეედრება ამას!

თუ თქვენი ეჭვი ჭიის არსებობაზე ანალიზმაც დაადასტურა, დროა, მკურნალობა დაიწყოთ, ოღონდ კურსი აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ, თქვენი მოვალეობა კი მისი რეკომენდაციების პირნათლად შესრულებაა.

თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება, რადგან, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. ყველა ცალკეულ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, თანმხლები დაავადებებისა და უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

თვითნებური მკურნალობისას შესაძლოა თვით მედიკამენტმაც გამოიწვიოს არასასურველი შედეგი, სახელდობრ:

  • დისპეფსიური დარღვევები (ნაწლავთა აშლილობა ან შეკრულობა, პირღებინება);
  • ნეიროტოქსიკური ეფექტი (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა);
  • ჰეპატოტოქსიკური ეფექტი (ღვიძლის ფუნქციების დარღვევა);
  • ჰემატოტოქსიკური ეფექტი (ცვლილებები სისხლში — ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).

ჭიებით ინვაზიის მკურნალობას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს — მედიკამენტური თერაპია უტარდება არა მხოლოდ ავადმყოფ ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა რომელიმე კლინიკური ნიშანი, ორი კვირის შემდეგ კი პრეპარატის იმავე დოზით გამეორებაა საჭირო, თუ სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი გამუდმებით ირღვევა და რეინვაზია — ხელმეორედ ინვაზირებაა მოსალოდნელი, მკურნალობა ყოველი 3-4 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

სასურველია:

გამოუყოთ ბავშვს ცალკე ჭურჭელი, თეთრეული და სათამაშოები. განაქლორის შემცველი ხსნარებით დაამუშავეთ მისი ღამის ქოთანი, სველი წერტილები, ონკანები, კარის სახელურები.

პატარა პაციენტს შესთავაზეთ დამზოგველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები: მოხარშული ხორცი, მაწონი, ხაჭო, ხილი და ბოსტნეული. ძეხვეული, შებოლილი პროდუქტი, ცომეული და ტკბილეული კი მკაცრად შეუზღუდეთ. განსაკუთრებით ლამბლიების შემთხვევაში.

ისინი ტკბილ გარემოში მშვენივრად გრძნობენ თავს, მჟავე კი არ უყვართ, ამიტომ კარგი იქნება, თუ პატარას ნამცხვრებისა და კანფეტების ნაცვლად ფორთოხლის, ლიმონის, პომიდვრის წვენით, რძემჟავა პროდუქტებით გაუმასპინძლდებით.

გირჩევთ: ბავშვები პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ჰიგიენას, ხელების საპნით დაბანას. დაუშალოთ პირში ნივთების ჩადება, ფრჩხილების კვნეტა, თითების ლოკვა. ნუ მიაჩვევთ ქუჩაში კვებას.

თუ პატარას მაინც გამოაჩნდა ჭიებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები (მოუსვენარი ძილი, უკანა ტანის ქავილი, კბილების კრაჭუნი ძილში, პირიდან ამომავალი უსიამოვნო სუნი, ალერგიული გამონაყარი კანზე, წონაში ჩამორჩენა), მიმართეთ ინფექციონისტს ან პარაზიტოლოგს.

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ჭიებით ინვაზიის დროს?

ამ რეცეპტს ვთავაზობ მკითხველს, რომელიც ჭიების საწინააღმდეგო წამალს ითხოვს:

  • 1 კგ მჟაუნას დაასხით 1 ლ წყალი,
  • 2 საათით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში,
  • შემდეგ გადმოდგით და გაფილტრეთ.
  • დაუმატეთ 50 გრ შაქარი და ხარშეთ, სანამ 1 ჭიქამდე არ დაიყვანთ.

მიიღეთ ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!