ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამეუღლეს წლები შარდის შეკავება აწუხებდა, თუმცა ამ ნაყენმა დიდი ხნის პრობლემა საკმაოდ...

მეუღლეს წლები შარდის შეკავება აწუხებდა, თუმცა ამ ნაყენმა დიდი ხნის პრობლემა საკმაოდ მარტივად მოუგვარა!

მეუღლეს წლები შარდის შეკავება აწუხებდა, თუმცა ამ ნაყენმა დიდი ხნის პრობლემა საკმაოდ მარტივად მოუგვარა!

ვარ 75 წლის . 15 წლის წინათ მაწუხებდა შარდის შეკავება. ერთხელ მეუღლემ მომიტანა სამკურნალო მცენარეთა წიგნი. ჩემი ყურადღება მიიქცია ზაფრანის სამკურნალო თვისებებმა.

აი როგორ უნდა მოამზადო სამკურნალო წამალი ზაფრანას შემცველობით:

აიღე 5 ცალი ზაფრანის დინგი, 5 ცალი კაკლის უღელი, ჩაყარე 200-გრამიან ჭიქაში, დაასხი ადუღებული წყალი დასვი უზმოზე, 1 სუფრის კოვზი, 3-ჯერ დღეში.

იმის შემდეგ 6 წელი გავიდა და მე მუდამ ვსვამ ამ ნაყენს. თავს კარგად ვგრძნობ, გულზეც მომიხდა, შარდვა გამიადვილდა, ნაღველზეც დიდებულად იმოქმედა, ნერვებიც დამიწყნარდა და ძალიან მშვიდად მძინავს, თავს იმედიანად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი: ზაფრანა მრავალწლიანი ბოლქვტუბერიანი მცენარეა. ხაზოვანი, წვრილი ფოთლები და ნარინჯისფერი ყვავილები. აქვს სამი მტვრიანა, სამბუდიანი ნასკვი და სვეტი, რომლის დინგი სამადაა გაყოფილი და ნარინჯისფერია. ამ მცენარის დინგები იხმარება მედიცინაში და კვების მრეწველობაში. ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ზაფრანა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა. იხმარებოდა ზაფრანის ზეთი, წყალი, თესლი. ეს მცენარე გვხვდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და თირკმლის კენჭების სამკურნალო რეცეპტებში, აგრეთვე ჭორფლის მოსაცილებელი მალამოების შემადგენლობაში.

თანამედროვე ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში იყენებენ ზაფრანის ყვავილის დინგებს, რომელიც შედის ბევრი რთული წამლის შემადგენლობაში. ზაფრანის ყვავილის დინგი შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, აზოტურ ნივთიერებებს და დიდი რაოდენობით ყვითელ საღებავ ნივთიერებას. აგრეთვე კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს და კალციუმს.

ზაფრანის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება და გამოიყენება სტენოკარდიის, გულის ფუნქციური დაავადებების, სისხლის პათოლოგიების (ლეიკემიების და სხვა) სამკურნალოდ.

კარგი შარდმდენი ეფექტის გამო ზაფრანას იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტის, ურეთრიტის სამკურნალოდ, მცენარე დადებით ეფექტს იძლევა აგრეთვე ეპილეფსიის პროფილაქტიკისთვის. მცენარის დინგის ნაყენი ასტიმულირებს სქესობრივ ფუნქციას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მცენარის ნაყენის მიღება აადვილებს მშობიარობას მენსტრუალურ ტკივილს. და რაც შეეხება კაკლის უღელს, მის სპირტიან და წყლიან ნაყენსაც აქვს ძლიერი ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და შარდმდენი მოქმედება. ამიტომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა შარდ-სასქესო ორგანოთა პათოლოგიებისა და შეგუბებითი დაავადების დროს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!