შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეამ რეცეპტებს ვუზიარებ მათ, ვისაც თმის ცვენა და ქერტლი დიდი ხანია აწუხებს!...

ამ რეცეპტებს ვუზიარებ მათ, ვისაც თმის ცვენა და ქერტლი დიდი ხანია აწუხებს! დახმარებისთვის ტრადიციულ მეთოდებს უნდა მივმართოთ!

ამ რეცეპტებს ვუზიარებ მათ, ვისაც თმის ცვენა და ქერტლი დიდი ხანია აწუხებს! დახმარებისთვის ტრადიციულ მეთოდებს უნდა მივმართოთ!

ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე...

  1. ქერტლი რომ მოიშოროთ და თმის ცვენა შეაჩეროთ, კვირაში 1-2-ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2-3 ს.კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ (თუ ცხიმიანი თმა გაქვთ — 2-3 საათის შემდეგ) თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
  2. თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.
  3. ასევე ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩ.ჭ მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2ჩ.კ გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

ექიმის კომენტარი: ხახვი მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს 10%-მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკროელემენტს და ეთერზეთებს. ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია სულფიდური ნივთიერებები, რომლებიც მცენარის ცრემლმდენ ეფექტს განაპირობებს.

ხახვი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს. ხახვის ბოლქვსა და ფოჩებშიც საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა (ანუ C ვიტამინი), A პროვიტამინი, B, B, და PP ვიტამინები. ხახვი ხალხურ მედიცინაში ცოცხლადაც გამოიყენება, მოხარშულიც, შემწვარიც და გამომშრალიც.მწვანე ხახვს იყენებენ სურავანდის პროფილაქტიკისათვის, რადგან მწვანე ხახვის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ასკორბინის მჟავის დღიურ დოზას იღებს. ხახვში შემავალი ფიტონციდები თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რის გამოც ხახვი ეფექტიანად გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგი- ნების, ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ.

ასევე ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ამ თვისებების გამო ხახვს მონელების დარღვევების, ქრონიკული ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროსაც იყენებენ. აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათოლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს. ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციას. ხახვი გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. ხახვი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!