ჭინჭრის სიკეთეზე ბევრჯერ წამიკითხავს, თუმცა, ამჯერად მინდა გიამბოთ მისი ფესვების სამკურნალო თვისებებზე! ის მართლაც გასაოცარი პროდუქტია!
ასთმა უკვე მრავალი წელია მაწუხებს და მას შემდეგ, რაც ამ საშუალებას მივაგენი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ!
უკვე რამდენიმე წელია, რაც მასწავლეს ჭინჭრის დაშაქრული ფესვების გამოყენება ბრონქული ასთმის სამკურ ნალოდ. ასეთი მკურნალობის ჩატარება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება. მას მხოლოდ ზაფხულობით ვიტარებ ხოლმე.
სწორედ ამ სეზონზე შეგიძლიათ ჭინჭრის ფესვების მოგროვება. მათგან მომზადებული წამალი წმენდს სისხლს, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდები, აცხრობს ლორწოვანი გარსის ანთებას.
ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი პროთრომბინი და თრომბებისკენ მიდრეკილება აქვს. საერთოდ, მკურნალობისას სიფრთხილე გმართებთ, რომ სისხლის შედედების უნარი მეტისმეტად არ მოგემატოთ - მე სამ კვირაზე მეტხანს არ ვიტარებ კურსს.
წამლის მომზადების რეცეპტი ასეთია:
- ჭინჭრის ფესვები კარგად გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით შაქრიანი ცხელი ნაყენი (ვაჟინი) და 5 წუთით შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და გადაწურეთ.
- ფესვები საწურიდან თეფშზე გადმოალაგეთ და აცალეთ გამოშრობა.
სწორედ ეს გამომშრალი ფესვები გახლავთ სამკურნალო თვისებების მქონე საშუალება ხველის დროს.
მიირთვით თითო პატარა ნაჭერი დღეში რამდენჯერმე. სხვათა შორის, საკმაოდ გემრიელია. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი მიღება ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!
ყოველი კურსის ჩასატარებლად ახალ ულუფას ვამზადებ. ნუ დაამზადებთ ბევრ წამალს ერთდროულად. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა.
მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ, რაც ამ საშუალებას მივაგენი და თანაც სუნთქვითი ვარჯიში დავიწყე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ექიმის კომენტარი: ჭინჭრის ფესვები იმავე ნივთიერებითაა მდიდარი, რითაც ფოთლები. მათში ბევრია C ვიტამინი, რკინა, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. ხოლო პრეპარატს, რომელიც შეიცავს ჭინჭარს, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.