ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამოირჩინეთ ყელიდან ლორწო და ნახველი ბუნებრივი საშუალებებით..

მოირჩინეთ ყელიდან ლორწო და ნახველი ბუნებრივი საშუალებებით..

მოიშორეთ ყელიდან ლორწო და ნახველი ბუნებრივი საშუალებებით..

ლორწოს / ნახველის მოცილების დასაჩქარებლად და ამოხველების გასაადვილებლად საჭიროა მარილიანი წყლის გამოყენება და მეტი ჩაის დალევა, თბილი წყალი თაფლით, ქათმის ბულიონი და ა.შ.

ჭარბი ნახველის გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტები  - ანტიჰისტამინები (ალერგიისთვის), ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციებისთვის) ან სტეროიდები (ასთმისთვის).

საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო მეთოდები, რომელიც შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

  • მარილიანი წყლით ყელის გამოვლება

ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი მარილი შესანიშნავია ყელის გამოსავლებად. ეს პროცედურა ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას და ასევე აღმოფხვრის ყელის ტკივილს.

  • პიტნა

პიტნის მენთოლი ათხელებს ნახველს და ლორწოს. პიტნის ფოთლის ჩაი ყელის ტკივილის სწრაფად განკურნებაში დაგეხმარებათ, საინჰალაციო წყალში დამატებული ზეთის რამდენიმე წვეთი კი ნახველის გაწმენდას უწყობს ხელს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს საშუალება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

  • ლიმონი და თაფლი

ლიმონი და თაფლი დიდი ხანია ტრადიციულად გამოიყენება ხველებისა და გაციების დროს. თაფლს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ამშვიდებს ყელს, ლიმონი კი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ლიმონს ასევე აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. უბრალოდ დაამატეთ დაახლოებით სამი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი ერთ ჭიქა თბილ წყალში დადალიეთ.

  • ბეგქონდარას ჩაი

ბეგქონდარა ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები და შესაძლოა გააძლიეროს იმუნური სისტემაც. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ლორწოს გამო ყელის გაღიზიანება გექნებათ, სცადეთ ბეგქონდარას ჩაი მის დასამშვიდებლად.

  • წყალი

დარწმუნდით, რომ დალიეთ საკმარისი წყალი მთელი დღის განმავლობაში. სითხეები ათხელებს ლორწოს, რაც აადვილებს გამოდევნას.

  • ევკალიპტი

ევკალიპტი ჩვეულებრივ გამოიყენება რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ, ხოლო ევკალიპტის ზეთს შეუძლია ნახველის გათხელება. ყელის დასამშვიდებლად ევკალიპტის ახალი ფოთლების ნახარშით გაიკეთეთ სავლები.

დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი თქვენს ორთქლის ინჰალაციაში, რათა გაზარდოთ მისი ეფექტურობა და ასევე სწრაფად გაასუფთავოთ ცხვირის შეშუპება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს საშუალება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

თუ ხველას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ქოშინი ან გრძელდება 4 კვირაზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!