დაწიეთ ტემპერატურა მედიკამენტების გარეშე! ჩაის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რომელიც ყველანაირი ინფექციის დროს კარგ შედეგს იძლევა!
დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ექიმი ამტკიცებს, რომ გრიპის და სხვა ინფექციების დროს არ არის საჭირო მაღალი ტემპერატურის დაწევა წამლებით, რადგან თურმე, ამით ხელს ვუშლით ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში.
ეს, ალბათ, ასეცაა, როცა სიცხე 38 გრადუსამდეა მომატებული, მაგრამ 39 გრადუსი ხომ უკვე ორგანიზმისთვის საშიშია? სიცხის შემცირება აუცილებელია. თანაც ზოგჯერ სიცხიანობა რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე, რაც შემაწუხებელია და გარკვეულ გართულებებსაც იწვევს. ასეთ დროს აუცილელად უნდა ვუშველოთ თავს. მეც ვცდილობ, ხელი არ შევუშალო საკუთარ იმუნურ სისტემას გარკვეულ დრომდე, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ძალა მელევა, მაშინვე ვიწყებ სიცხის დამწევი ნაყენის სმას.
ეს რეცეპტი დიდი ხნის წინათ მასწავლა ერთმა ნაცნობმა და დღემდე მისი მადლიერი ვარ!
- შეურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ ცაცხვის ყვავილი, 2ს/კ დიდგულას ყვავილი, 1 ს/კ გვირილა, 25ს/კ ტირიფის ქერქი და გამხმარი ჟოლოს ნაყოფი (ეს ყველაფერი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თავად მოაგროვოთ სეზონზე).
- ამ ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და შეფუთეთ 10-15 წუთი.
- სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი ყოველ საათში ერთხელ.
ნაყენის მიღების შემდეგ დაგეწყებათ ოფლდენა და თანდათანობით თავს უკეთ იგრძნობთ. თანაც, ასეთი ჩაი ძალიან გემრიელი და არომატულია, მასში არ არის ქიმიური კომპონენტები, მცენარეული საშუალებები კი ორგანიზმს არაფერს ვნებს. ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, რაც ყველანაირი ინფექციის დროს კარგ შედეგს იძლევა.
ექიმის კომენტარი: მცენარეული ნაყენის თითოეული კომპონენტი მრავალმნიშვნელოვანია ნაყენის ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, სპაზმებისა და შეშუპების მომხსნელი ეფექტები. მსუბუქად მიმდინარე ინფექციური პათოლოგიების და გაციების დროს ასეთი მცენარეული საშუალებების გამოყენება მართლაც კარგ შედეგებს იძლევა. ამიტომ თქვენც შეგიძლიატ თამამად სცადოთ, მითუმეტეს, რომ ამ ნაყენში შემავალი არცერთი ინგრედიენტი არაა საშიში ჯანმრთელობისთვის და ყველამ თანაბრად შეუძლია მიიღოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!