მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად, წონის დაკლებისა და ანთების შესამცირებლად, ჩიას თესლი ყველაზე ეფექტური საშუალებაა!
აუცილებლად დაამატეთ ის თქვენს საკვებ რაციონს!
ალბათ გსმენიათ ჩიას თესლის შესახებ. ჩიას ნაზი და სასიამოვნო გემო აქვს და მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სახის კერძებში, რადგან გემოზე დიდად არ მოქმედებს. ასევე ის შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს საყვარელ სმუზებში, სოუსებში და ა.შ.
ჩიას თესლი - ჯანმრთელობის სარგებელი მოიცავს:
- 2-ჯერ მეტ ცილას, ვიდრე ნებისმიერი სხვა მარცვლეული
- 2-ჯერ მეტ კალიუმს ვიდრე ბანანი
- 3-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ვიდრე მოცვი
- 3-ჯერ მეტ რკინას ვიდრე ისპანახი
- 5-ჯერ მეტ კალციუმს ვიდრე რძე
- ასევე მასში მაღალია ომეგა -3 და ომეგა -6
შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩიას თესლი დატვირთულია ხსნადი ბოჭკოებით, ცილებით და ამინომჟავებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელების პროცესისთვის.
ციას თესლი ძალიან ჰიდროფილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლიათ წყლის შთანთქმა და ლორწოვანი გელის შექმნა. ასევე მას შეუძლია ხანმოკლე დროში წყალში 9-12-ჯერ მეტი წონა შეიწოვოს, არაუმეტეს 10 წუთისა.
ანტიოქსიდანტები:
როგორც უკვე ვთქვით, ჩიას თესლი დატვირთულია ანტიოქსიდანტებით. ეს თესლი შეიძლება ინახებოდეს მშრალ ადგილას 4-5 წელი და არ დაკარგავს სუნს, გემოს და კვებით ღირებულებას. ის სელის თესლის საუკეთესო შემცვლელია.
წონის დაკლება:
იცოდით, რომ ამ თესლს შეუძლია შეცვალოს კალორიები და ცხიმები საკვებში დამატებისას, მაგრამ არ ცვლიან საკვების გემოს? ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ყველა თქვენი კერძით, მაგრამ ამ საშალების დამატებით რეალურად თქვენ მოიხმართ მხოლოდ იმ კალორიების ნახევარს, რასაც აქამდე იღებდით - თან ზუსტად იგივე კერძებიდან.
ჩიას თესლს აქვს მრავალი სხვა ჯანმრთელობის სარგებელი, როგორიცაა:
- დააჩქაროს წონის კლების პროცესი
- ნერგიას აწვდის ორგანიზმს
- გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩიას თესლი მარტივად დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს
- წონის კლება / ბალანსი
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- მჟავა რეფლექსი
ჩიას თესლი ადვილად ასათვისებელია: საკმარისია ეს თესლი წყალში დაასველოთ. შეეგად თქვენს სხეულს შეუძლია მათი მონელება და ათვისება ძალიან მარტივად.
შთანთქავს და ინარჩუნებს წყალს: ამ თესლს შეუძლია გაახანგრძლივოს დატენიანება და შეინარჩუნოს ელექტროლიტები. ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით გამოყოფის პროცესში.
მჟავა რეფლექსი: აი, რა უნდა გააკეთოთ - უბრალოდ დაამატეთ 1 ს.კ. ჩიას თესლი წყალში და ის შთანთქავს ზედმეტ მჟავას. 5 წუთის შემდეგ უნდა დალიოთ ჭიქა წყალი, რადგან ეს თესლი ჰიდროფილურია – ის ქსოვილებიდან შთანთქავს წყალს (თუ საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა ორგანიზმში).
გაასუფთავეთ ნაწლავები: ეს თესლი ასევე ძალიან სასარგებლოა ნაწლავებში დეპოზიტების მოსაშორებლად. ჩიას თესლი ასევე ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ მოძრაობას.
შაქრის შეწოვა: ჩიას თესლი ხელს უწყობს შაქრის სწრაფ შეწოვას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩია გელი ქმნის ფიზიკურ ბარიერს ნახშირწყლებსა და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ დაშლაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აჩქარებენ ნახშირწყლების შაქრად გარდაქმნის პროცესს
როგორ გამოვიყენოთ ჩიას თესლი ?
ეს თესლი წყალში უნდა დაასველოთ. შედეგად კი მას ძალიან სწრაფად მოიხმართ
ძირითადი გელის რეცეპტი:
აი, როგორ გააკეთოთ ჩიას გელი – 2 ჭიქა ცხელ წყალს უნდა დაუმატოთ 1/3 ჭიქა ჩიას თესლი. შემდეგ ნარევი უნდა ჩაასხათ მინის ქილაში, დახურეთ და შედგით მაცივარში. შედეგად დაამზადებთ დაახლოებით 480გრ ჩიას გელს. გემრიელად მიირთვით
დაამატეთ ის სასმელებში:
როგორც აღვნიშნეთ, ჩიას თესლს შეუძლია ბევრი წყლის შთანთქმა. მაგრამ თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ ამ თესლს შეუძლია ყველა სახის წვენის და სითხის შეწოვაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაამატოთ ჩიას თესლი თქვენს საყვარელ წვენებში, ან შეგიძლიათ შეურიოთ ის უმი ხილის ნაჭრებს და მათგან მოამზადოთ სმუზი.